მთავარი ბლოგები ქართველები და ჰუმანიზმი

ქართველები და ჰუმანიზმი

 

ამ ბლოგის დაწერა მას შემდეგ გადავწყვიტე, რაც რამდენიმე სოციალური ექსპერიმენტი ვნახე და დავრწმუნდი, რომ ქართველები ტოლერანტობით გამოირჩევიან.
ჰუმანიზმი ასოცირდება აღორძინების ხანის(XIV საუკუნის მეორე ნახევრიდან XVI საუკუნის ბოლომდე) პერიოდზე, სადაც მთავარი მეცნიერები, ხელოვანები და სხვ. იყვნენ ჰუმანისტები, მაგრამ დღეს ამ სიტყვამ სხვა ფუნქციაც მიიღო.
ადამიანი, რომელიც გამოირჩევა მაღალი მორალური ზნეობით, ტოლერანტობითა და შემწყნარებლობით, ჰუმანურ ადამიანად მიიჩნევა. ეს თვისება ქართველებში ნამდვილადაა, თუმცა ჩნდება რამდენიმე კითხვა, რომელზეც აქ მინდა ვისაუბრო. პირველი კითხვაა: ეს ღირებული თვისება ქართველებში გამოიმუშავა თუ არა ქრისტიანობამ? ამის გასაგებად საჭიროა, ქრისტიანობამდელ საქართველოს გადავხედოთ. რაც მე მახსენდება ესაა სტრაბონის ნაშრომი, რომელშიც იბერებზე წერს და ამ ეთნოსს მოიხსენიებს, როგორც სტუმართმოყვარე და შემწყნარებელ ხალხს. ასევე ძვ.წ. I საუკუნეში მოხდა საინტერესო შემთხვევა, რომელიც სწორედ ერთგულებით და შემწყნარებლობით იყო მოტივირებული. ამ პერიოდში რომის წინააღმდეგ პონტოს სამეფომ შექმნა, ეგრეთ წოდებული, კოალიცია. ამის ჩასახშობად გამოგზავნეს სახელგანთქმული მხედართმთავარი პომპეუსი. მის პირველ მისიად იქცა პონტოს მეფის, მითრიდატე VI ევპატორის დასჯა. ამ დროს ის იბერთა მონარქმა, ტიგრან II-მ შეიფარა. მიუხედავად იმისა, რომ მას კარგად ჰქონდა გაცნობიერებული, პომპეუსი მას დაამარცხებდა იბერთა მეფემ, მაინც წაიბრძოლა რომაელი მხედართმთავრის წინააღმდეგ, ევპატორის დასაცავად.
თანამედროვე სამყაროსთვის არაჰუმანურ საქციელად ითვლება მონის ყოლა. ეს კი ძველ დროში ძალიან აქტუალური იყო. მონათფლობელობამ ისეთი მაშტაბური სახე მიიღო, რომ იგი სახელმწიფო წყობად გადაიქცა. საქრთველოში მონათბლობელობა, როგორც ცნება არ არსებობდა. რა თქმა უნდა, იბერიაშიც ჰყავდათ მონები, მაგრამ მათ, როგორც მუშებს ისე აღიქვამდნენ. ვინაიდან, ფარნავაზმა საქართველოში ფეოდალიზმი მალევე დაამკვიდრა, ეს არაჰუმანური წყობა ქართველურ ტომებში გავრცელებული არ იყო. მინდა რამდენიმე პარალელი გავავლო სხვა ქვეყნებთან. ამ პერიოდისთვის რომმა საბერძნეთში 180 ათასი ადამიანი დაატყვევა და მონებად გაყიდა. ერთი მხრივ გასათვალისწინებელია ისიც, რომ რომის რესპუბლიკა იმ პერიოდში ძალიან ძლიერი იყო, მაგრამ ეს მათ შეუმწყნარებლობას არ ამართლებს. მითუმეტეს ამ დროის უზენაეს სახელმწიფოში დამყარდა ცნება, რომელიც ითვალისწინებდა რომაელების გაუსაქმურებას. ისინი ამბობდნენ, რომ არაა საჭირო იბრძოლონ, იმუშაონ, ბავშვები აღზარდონ, რადგან ამ ყველაფრის გაკეთება მონებს შეუძლიათ. დღეს ერთ–ერთ ყველაზე დემოკრატიულ სახელმწიფოდ ითვლება აშშ, მაგრამ მას ძალიან დიდი შრომა მოუხდა ამის მისაღწევად. თუ მას ევროპასთან გავაიგივებთ შეგვიძლია აშკარა განსხვავება დავინახოთ. ამერიკა ადამიანური განვითარებით ბევრად ჩამორჩებოდა ევროპას. მხედველობაში მაქვს მოვლენა, რამაც ამერიკის ბედი რადიკალურად შეცვალა. ესაა აბრაამ ლინკოლნის მიერ გაუქმებული მონათმფლობელობა. თითქოს ამ ფაქტში არაფერია უცნაური, მაგრამ მის თარიღს თუ გავითვალისწინებთ გაგიკვირდებათ კიდეც. საქართველოში არარსებული მონათფლობელობა ამერიკაში მე–19 საუკუნის მეორე ნახევარში გაუქმდა. მე მინდა მთავარ კითხვას დავუბრუნდე და კიდევ ერთხელ გავიმეორო: ჰუმანიზმი ქართველებში გამოიმუშავა თუ არა ქრისტიანობამ? ზოგადად ქართველის ბუნება და ქრისტეს რჯული იმდენად ჰგავს ერთმანეთს, რომ შეიძლება ვერც გავარკვიოთ ეს ქრისტიანული შემწყნარებლობაა თუ არა. ამიტომ მინდა მაგალითი მოვიყვანო სხვა ქრისტიანული ქვეყნებიდან. მე უკვე ვისაუბრე რომის პაპსა და მის ინკვიზიცია–ინდულგენციებზე. მიუხედავად იმისა, რომ იგი კათოლიკური ქრისტიანული ეკლესიის მმართველი იყო ტოლერანტობით ნამდვილად არ გამოირჩეოდა. თუმცა ეს აღორძინების პერიოდს ეხება. ამით შეგვიძლია დავაკსვნათ, რომ შემწყნარებლობა ეს უფრო ქართველური ბუნების დამსახურებაა, მაგრამ, რა თქმა უნდა, ქრისტიანობამ დიდი წვლილი შეიტანა მის დახვეწაში.
ასევე საქართველო არაოფიციალურად, მაგრამ მაინც ითვლება ერთ–ერთ ყველაზე არარასისტულ და არანაცისტურ ქვეყნად. სხვა ევროპულ ქვეყნებს, როგორც ამერიკას მოუხდათ რასიზმთან და ნაციზმთან ბრძოლა, მიუხედავად ამისა, რატომღაც ისინი მაინც ჩვენზე დემოკრატიულებად ითვლებიან. როდესაც უცხოელები გვსტუმრობენ ისინი ჩვენი საზოგადოების სრულფასოვანი წევრები ხდებიან. ჩვენ არა მტრულად, არამედ ხალისით ვიღებთ მათ.
მე ვახსენე დემოკრატია და ეს შემთხვევით არ გამიკეთებია, რადგან ჰუმანურობა მისი ძირითადი პრინციპია, მაგრამ არა ერთადერთი. სხვა მრავალი ფაქტორი, როგორებიცაა: გარემოს დაცვა, განათლების დონე, არამიკერძოებულობა პირდაპირ ზეგავლენას ახდენს ადამიანის დემოკრატიულ დონეზე. სწორედ ამიტომ არიან დასავლური ქვეყნები ჩვენზე განვითარებულნი. ქართველს ბევრი დადებითი თვისება აქვს, მაგრამ მას დაავიწყდა მთავარი. ყველაფერს სჭირდება პროგრესი, მარტო ჰუმანიზმი არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ «დავდგეთ ერად სხვა ერთა შორის». მაგრამ ესაა საფუძველი ადამიანური განვითარების.

 

ავტორი: თოკო კაპანაძე

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი