მთავარი პოლიტიკა ფინანსთა მინისტრსა და მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

ფინანსთა მინისტრსა და მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

0 826

ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურსა და მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორს ფრანკ ჰემსკერკს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

ჰემსკერკის თქმით, მსოფლიო ბანკი მოხარულია, რომ საქართველოში შენარჩუნებულია ეკონომიკური ზრდის ტემპი.

საუბარი შეეხო საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებს, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობას, ასევე განიხილეს ქვეყნის ეკონომიკის განვითარების სამომავლო პერსპექტივა და აღნიშნულ პროცესში მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობის საკითხები.

მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის თანამშრომლობის საკითხები აპრილში ვაშინგტონში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში დაგეგმილი ორმხრივი შეხვედრების დროს, უფრო დეტალურად იქნება განხილული.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი