მთავარი ეს საინტერესოა ფილმებად ქცეული წიგნები

ფილმებად ქცეული წიგნები

თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის კულტურის დეპარტამენტი 27 მარტს,პარასკევს, 18:00 საათზე პირველი კორპუსის 317 აუდიტორიაში წარმოგიდგენთ ღონისძიებას “ფილმებად ქცეული წიგნები”.

მოწვეული სტუმრები იქნებიან კინომცოდნე : ალექსანდრე ლორთქიფანიძე და თსუ-ის ჰუმანიტარული ფაკულტეტის ლექტორი ოლიკო ჟღენტი.

ღონისძიებაზე განხილული იქნება ნაწარმოებები: “ნატვრის ხე”, “ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა”, “მებრძოლთა კლუბი”, “ბეჭდების მბრძანებელი” და “მექანიკური ფორთოხალი”.

ღონისძიება იქნება ინტერაქციული ხასიათის და ბოლო ნაწილი დაეთმობა წიგნების გათამაშებას.

დასწრება თავისუფალია

ნინი მაჭავარიანი

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი