მთავარი რელიგია ტურისტული ობიექტების თანამშრომელთა გადამზადება დაიწყო

ტურისტული ობიექტების თანამშრომელთა გადამზადება დაიწყო

ზაფხულის სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით, აჭარის ა. რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა რეგიონში არსებული ტურისტული ობიექტების თანამშრომელთა გადამზადება დაიწყო.
უფასო გადამზადების კურსები ტურისტული სააგენტოების მენეჯერებს და უშუალოდ ტურისტული კომპანიების თანამშრომლებს ჩაუტარდათ. გადამზადების მიზანია ერთის მხრივ ტურისტული სააგენტოების “პორტფოლიოს შედგენა”, დიდი კომპანიებისა და პარტნიორების მოზიდვა და მარკეტინგული ღონისძიებების წარმოება, მეორე მხრივ კი ტურისტული პროდუქტის დამუშავება, ფასდადება და მარკეტინგი.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი