მთავარი ბლოგები ტოტალიტარიზმი და რელიგია

ტოტალიტარიზმი და რელიგია

სანამ ტოტალიტარიზმსა და რელიგიას შორის კავშირს დაგანახებთ, მანამდე მინდა ვისაუბრო ტოტალიტარიზმის ძირითად პრინციპებზე. ეს არის სახელმწიფო წყობა, სადაც საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლება იმართება ერთი პირის ან პარტიის მიერ. ფრანგმა განმანათლებელმა მონტესკიემ ეს სამი ძირითადი ხელისუფლება გამოყო, რადგან უკიდურეს შემთხვევაში მათ ერთმანეთი ეკონტროლებინათ. აბსოლუტური ძალაუფლების მოპოვების დროს ეს არ ხდება. ტოტალიტარიზმის კარგი მაგალითი გვხვდება მე–20 საუკუნეში სსრ კავშირის არაჰუმანური მმართველობის სახით. საბჭოთა კავშირი მართალია სოციალისტური წყობის იყო, მაგრამ მათ გადაუხვიეს იმ პრინციპებს, რომელიც მარქსმა იქადაგა. მისი თქმით სოციალისტური რევოლუცია იყო გარდაუვალი მოვლენა, რომელიც ადრე თუ გვიან მაინც მოხდებოდა. მან ჩამოაყალიბა სახელმწიფო წყობის განვითარების თანმიმდევრული ეტაპები: თემური, მონათფლობელური, ფეოდალური, კაპიტალისტური და სოციალისტური წყობა. მისთვის სოციალისტური წყობის გაიდეალების მთავარი მიზეზი გახდა აზრი, რომ არ შეიძლება ერთი ადამიანის ნამუშევრით სხვა ადამიანმა ნახოს სარგებელი (ასეთი დამოკიდებულება არ ეხება თემურ წყობილებას). მარქსი ამბობდა, რომ რევოლუცია არ უნდა მოხდეს ძალადობით. სწორედ ესაა ბოლშევიკების(მომავალი სსრკ) პირველი შეცდომა და მარქსისტული თეორიისგან მკვეთრი გადახვევაა, როდესაც ისინი 1917 წლის ოქტომბერში ა ხდენენ რევოლუციას ძალადობით და ხვრეტენ რომანოვების გვარს. საბჭოთა კავშირის ნამდვილ სახეზე საუბრისას არ შეიძლება გამოგვრჩეს ერიკ ბლეირი, ანუ ჯორჯ ორუელი და მისი ნაწარმოებები ,,ცხოველთა ფერმა” და ,, 1984″, რომელიც წინასწარმეტყველური აღმოჩნდა. ,,ცხოველთა ფერმა” ალეგორიული ნაწარმოებია, სადაც ჩვენ ვხვდებით მარქსს, ტროცკის და თვით სტალინსაც. ამ წიგნს შემდეგში კიდევ ბევრჯერ ვახსენებ, მაგრამ ახლა მინდა ცხადი ალეგორია დაგანახოთ. ნაწარმოები იწყება ცხოველების შეკრებით, სადაც «ბებერი მეიჯერი», რომელიც მარქსის მეტაფორაა, იქ მყოფ საზოგადოებას მოუყვება თავისი სიზმრის შესახებ, რომ მან ნახა ისინი გათავისუფლებულნი ადამიანთა მმართველობისგან და მოსალოდნელ რევოლუციაზე უამბო. 3 დღეში ის გარდაიცვალა. ცხოველებმა მოახერხეს ფერმის ხელში ჩაგდება და ადამიანის გაძევება, რომელიც ბურჟუას მეტაფორაა. ამ წიგნში რამდენიმე საინტერესო პერსონაჟია, მაგრამ მე მაინც ორს გამოვყოფდი – ესენია სნოუბოლი და ნაპოლეონი, რომლებიც სხვა ღორებზე და დანარჩენ ცხოველებზე ჭკვიანები აღმოჩდნენ რის გამოც ძალაუფლება ხელში ჩაიგდეს. თავიდან ყველა ცხოველი იყო დაბნეული, რადგან ესენი არ ელოდნენ ასეთ აბსოლუტურ გამარჯვებას. სნოუბოლმა, რომელიც ტროცკის მეტაფორაა, დაიწყო ცხოველების გაკონტროლება. ესაა ღორი, რომელიც თავისთავზე იმდენ შრომას იღებს, რასაც სხვა დანარჩენი ცხოველები, მაგრამ ნაპოლეონი მეორე ლიდერი, რომელიც სტალინის ალეგორიული სახეა, ძალაუფლების მოყვარულია და დიდად არ ადარდებს ფიზიკური სამუშაოები. ნაპოლეონს ჰყავს 9 ძაღლი, რომლითაც შემდეგში სნოუბოლს გააძევებს და მოიპოვებს ტოტალურ ძალაუფლებას. ამ წიგნში საინტერესოა ისიც, რომ ცხოველები ფანატიკურად ემორჩილებიან მას. არის მომენტები, როცა მშრომელი ცხენი ბოქსერი აშკარად ამჩნევს რაღაც არაა ისე, როგორც უნდა იყოს, მაგრამ რახან ნაპოლეონი ამბობს ესეიგი ეს სწორია.
ამ წიგნზე კიდევ ბევრი შეიძლება ვისაუბრო, მაგრამ არ მინდა სათაურს გავცდე. ცხოველების ფერმა არის ერთგვარი დამაკავშირებელი ხიდი ტოტალიტარიზმსა და რელიგიას შორის. რელიგია შეიძლება უფრო ზოგადი სახელია, რადგან ჩემი მოსაზრებები ყველა რელიგიაზე არ ვრცელდება. აბსოლუტური ძალაუფლება უფრო მძაფრად ჩანს ქრისტიანობაში. მართალია ჯორჯ ორუელმა ცხოველების ფერმა დაწერა იმისათვის, რომ სსრკ გამოეაშკარავებინა, მაგრამ თუ დავუკავშირებთ ქრისტიანობას მივხვდებით, რომ გარკვეული დამთხვევები აქაც არსებობს. მაგალითად ცხოველები, რომლებიც გამოდიან და ნაპოლეონს უყვებიან, თუ როგორ დაარღვიეს თავიანთ ფიქრებში ნაპოლეონის მიერ დადგენილი კანონები. გვხვდება ასეთი სიტუაციაც: ქათამი გამოდის და ამბობს, რომ მას დაესიზმრა სნოუბოლი, რომელიც რევოლუციის გეგმას ანდობდა. ასევე მინდა გაიხსენოთ ზემოთ ნახსენები ბოქსერის სიტყვები: «ეს თუ ნაპოლეონმა თქვა, მაშინ უეჭველად სწორია». მე რამდენიმე წელი ეკლესიასთან მჭიდრო კავშირი მქონდა და მინახავს თუ როგორ ამბობს იგივე რამეს საზოგადოება, თუნდაც, ვინმე სასულიერო პირზე: «ეს მამაომ თქვა, მაშასადამე, ჭეშმარიტებაა» ასევე ამ წიგნში საინტერესოა მომენტი, როცა «ღორები» ჩვეულებრივ ცხოველებს ეუბნებიან, რომ სწავლა არაა საჭირო ეს ხომ ძალიან რთულია მოდით თქვენ ჩვენ მოგვანდეთ გონებრივი სამუშაოები, მაშასადამე, მნიშვნელოვანი პრობლემის გადაჭრის სადავეები და თქვენ შეგიძლიათ თავისუფლად იმუშაოთ. ეს სწორედ ის მომენტია, როცა ბიბლიის წაკითხვა ყველას არ შეეძლო არალიტერატურობის გამო. მათი ერთადერთი განათლების წყარო იყო სასულიერო პირი. ახლა, როცა ყველამ იცის კითხვა და ყველას შეუძლია თავისით გაიაზროს ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი, ეკლესია ამბობს თუ რამეს ვერ მიხვდებით მიაკითხეთ სასულიერო პირს და არ ამბობს თუ რამე ვერ გაიგეთ კარგად დაფიქრდით. «ცხოველთა ფერმაში» კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტია. ეს მხედველობაში აუცილებლად უნდა მივიღოთ. მისტერ ჯოუნსი ამ ფერმის ყოფილი მმართველია, რომელიც ცხოველებმა გადააგდეს. როცა სქუილერი(ნაპოლეონის ლაქია) ცდილობს ცხოველებს რაღაც დაუმტკიცოს, მაგრამ ცხოველებს აშკარად არ სჯერა, ის ჯოუნსით მანიპულირებს და ამბობს «ხომ არ გინდათ, რომ ჯოუნსი დაბრუნდეს? მაშინ დაუჯერეთ ნაპოლეონს». ეს მოვლენა ძალიან ჰგავს მომენტს, როდესაც ეკლესია იმუქრება მეორედ მოსვლით, რაც ძალიან ბევრჯერ მომხდარა, თუნდაც, კოსტანტინე გამსახურდიას «დიდოსტატის მარჯვენაში». ავტორი ამბობს, რომ ხმა გავარდა, თითქოს მელქისედეკი, როცა საქართველოს შემოუვლის მეორედ მოსვლა მოხდებაო.

 

ავტორი: თოკო კაპანაძე

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი