მთავარი კულინარია ტიტების ფესტივალი სტამბოლში

ტიტების ფესტივალი სტამბოლში

0 4246

crop

დაახლოებით ერთ თვეში, სტამბოლის ქუჩები ყვავილებით აივსება. 22-27 აპრილი, ეს ის პერიოდია, როდესაც სტამბოლში ტიტების ბუმია. ეს შთამბეჭდავი სანახაობა ყოველი წლის გაზაფხულზე აპრილის თვეში იმართება. აპრილში, სტამბოლის ქუჩებში ათასი ფერის ტიტები იპყრობს დამთვალიერებლის ყურადღებას. ამ დროს ნამდვილად იგრძნობა გაზაფხულის დადგომა. განსაკუთრებულად პოპულარული პარკებია Yildiz- და Emirgan პარკები.

tulip
თითქმის მთელი აპრილის განმავლობაში, სტამბულში ჩასულ სტუმრებს შეუძლიათ დატკბნენ ამ ულამაზესი სანახაობით და რაც მთავარია სრულიად უფასოდ.

ქალაქის მთავარ მოედნებზე უკვე 2 მილიონი ტიტაა განთავსებული.მეყვავილეები აქტიურად მუშაობენ და ადგილზევე აწყობენ კომპოზიციებს სხვადასხვა ფერის ყვავილებიდან. ფესტივალზე 200 სხვადასხვა სახეობის ტიტას წარმოადგენენ. მათი დიდი ნაწილი თურქეთშია გამოყვანილი. ფესტივალზე ასევე შესაძლებელი იქნება ტიტების ახალი ჯიშის ბოლქვების შეძენაც.
სპეციალისტები ამბობენ, რომ ქვეყანა სერიოზულ კონკურენციას უწევს ჰოლანდიას, რომელიც ტიტების გამოყვანის სფეროში მსოფლიო ცენტრად ითვლება.
20130513-221249
istanbul-lale-festivali-6_800x600

tulip (1)
cityscapes_tulips_Turkey_Hagia_Sophia_Istanbul_cities_mosques_1920x1080

მოამზადა: ბაჩო გოგრიჭიანი

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი