მთავარი პოლიტიკა სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გორში ახალი ოფისი გახსნა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გორში ახალი ოფისი გახსნა

0 939

სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ და შიდა ქართლის გუბერნატორმა, ზურაბ რუსაშვილმა გორში, სურსათის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს ახალი შენობა გახსნეს. შენობა, აგრარული სექტორის ყოვლისმომცველი განვითარების ფონდის (CBA-G) დახმარებით აშენდა.

შიდა ქართლის მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება, სრულყოფილად ისარგებლოს იმ სერვისით, რასაც სურსათის ეროვნული სააგენტო სთავაზობს.

„ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ ხელშეკრულების შედეგად, ახალი გამოწვევების წინაშე დავდექით და გარკვეული სახის ვალდებულებები გვაქვს შესასრულებელი. ხელშეკრულების თანახმად ერთ-ერთი ძირითადი ნაწილი სწორედ სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფაზე მოდის. ახალი, თანამედროვე ოფისები, რომლებიც საჭირო ტექნიკით არის აღჭურვილი, სურსათის ეროვნულ სააგენტოს ხელს შეუწყყობს მასზე დაკისრებული ვალდებუოლება ეფექტურად შეასრულოს“, – განაცხადა სოფლის მეურნოების მინისტრმა, ოთარ დანელიამ.

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის, ზაზა დოლიძის თქმით, შიდა ქართლში რეგიონული სამსახურის სპეციალისტები უზრუნველყოფენ ბაზარზე არსებული მავნე სურსათის გამოვლენასა და განადგურებას, ასევე მისი თქმით ისინი დაეხმარებიან ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვაში.

ასევე არსანიშნავია, რომ სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლობა გასულ წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა, არაერთი კვალიფიციური სპეციალისტი დაემატა,  რაც სააგენტოს მუშაობას უფრო ეფექტურს გახდის.

შიდა ქართლის რეგიონულ სამმართველოში  12 თანამშრომელი დასაქმდება, მათ შორის 4 ინსპექტორი, 1 სურსათის სპეციალისტი, 2 ვეტერინარი და 2 ფიტოსანიტარი, ხოლო მთლიანად რეგიონში – 22 ადამიანი.

 

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი