მთავარი სპორტი სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომა

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომა

0 753

ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის მიერ 2013-2014 წლებში გაწეული საქმიანობის ანგარიში და სამომავლო გეგმები წარმოადგინა ფონდის დირექტორმა ირაკლი ჟორჟოლიანმა დღეს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე.

როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, ფონდის მიზანია ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების მხარდაჭერა, მათ მიერ დაგეგმილი პროექტების დაფინანსება, ღონისძიებების ორგანიზება და განხორციელება, ახალგაზრდული ინიციატივების წახალისება. მიმდინარე წელს ფონდმა განსაზღვრა პრიორიტეტული მიმართულებები: ახალგაზრდების ხელშეწყობა და არაფორმალური განათლება, ცხოვრების ჯანსაღი წესი და მასობრივი სპორტი, სამოქალაქო მონაწილეობის გაზრდა, ინოვაციებისა და ტექნოლოგიური გამოგონებების წახალისება.

ფონდის ხელშეწყობით განხორციელებული პროექტებიდან აღსანიშნავია სოციალური საწარმოების განვითარება, რომლებიც ხელს უწყობს ახალგაზრდების დასაქმებას, შემოქმედებით აქტივობას და მიღებული სახსრები ახალგაზრდების სოციალიზაციას ხმარდება.

ირაკლი ჟორჟოლიანმა ორგანიზაციის განვითარების გეგმებზეც ისაუბრა და დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი