მთავარი საზოგადოება სოფლის მეურნეობის სამინისტრო საჯარიმო პოლიტიკის გამკაცრებას აპირებს

სოფლის მეურნეობის სამინისტრო საჯარიმო პოლიტიკის გამკაცრებას აპირებს

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს  ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას, სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის ეფექტიანი და მოქნილი სისტემის ჩამოყალიბებისთვის შესაბამისი ღონისიებების გატარება წარმოადგენს.

ამავე დროს საგულისხმოა, რომ სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის მონიტორინგის წლიურ პროგრამას ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც სათანადო წესით ხდება სურსათის ნიმუშების აღება და შემოწმება, მისი საკვებად ვარგისიანობის დადგენის მიზნით.

მონიტორინგის ფარგლებში 2015 წლიდან დღემდე 971 ინსპექტირება განხორციელდა. აქედან საწარმოო პროცესი შეუჩერდა 12 ბიზნესოპერატორს, ხოლო დაჯარიმდა 63 ოპერატორი.

აღსაიშნავია, რომ  გამოვლენილი დარღვევები ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის საშიშროებას წარმოადგენდა. მოქმედი კანონმდებლობით, იმ შემთხვევაში, თუ ბიზნესოპერატორს აქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მის მიერ წარმოებული სურსათი საფრთხეს წარმოადგენს ადამიანის ჯანმრთელობისთვის, იგი ვალდებულია, აღკვეთოს სურსათის სარეალიზაციო ქსელში მოხვედრა ან უზრუნველყოს სარეალიზაციო ქსელიდან ამოღება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბიზნესოპერატორი პირველ ჯერზე 1000 ლარით ჯარიმდება. ანალოგიური ქმედების განმეორების შემთხვევაში, ჯარიმა კვლავ 1000 ლარია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სოფლის მეურნეობის სამინისტრო მიზანშეწონილად მიიჩნევს საჯარიმო პოლიტიკას გამკაცრების მიზნით გადახედოს.

მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ შეტყობინება გამოაგზავნონ სურსათის ეროვნული სააგენტოს facebook -ის ოფიციალურ გვერდზე https://www.facebook.com/National.Food.Agency ან ელექტრონულ ფოსტის მისამართზე info@nfa.gov.ge , ასევე სააგენტოში მოქმედებს ცხელი ხაზი (291 91 68).

 

 

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი