მთავარი პოლიტიკა სოფლის მეურნეობის მინისტრმა სამინისტროს მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში აგრარულ კომიტეტში წარადგინა

სოფლის მეურნეობის მინისტრმა სამინისტროს მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში აგრარულ კომიტეტში წარადგინა

0 689

მინისტრმა ოთარ დანელიამ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ ისაუბრა და შეაჯამა მიღწევები, რომლებიც სოფლის მეურნეობის დარგში მთავრობის ძალისხმევისა და საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების ხელშეწყობის შედეგს წარმოადგენს.

ასევე აღნიშნა, რომ ცალკეულ მიმართულებებზე, გარკვეული სახის პრობლემები დღემდე შემორჩა, თუმცა მისი თქმით, საერთო ძალისხმევით მათი დაძლევაც შესაძლებელია. მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება დეპუტატებისათვის მომავალი ხუთი წლის სამოქმედო გეგმის  გაცნობას დაუთმო.

კანონმდებლებმა ერთხმად აღნიშნეს სოფლის მეურნეობის სფეროში, სხვადასხვა დარგების მიმართულებით, მოპოვებული წარმატებები და მიღწევები, და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებს გაწეული საქმიანობისათვის მადლობა გადაუხადეს.

აღსანიშნავია, რომ აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიგლა აგულაშვილის განცხადებით, სამინისტროსა და კომიტეტის თანამშრომლობა მართლაც რომ სამაგალითოა და მიღწევებიც, შეიძლება ითქვას, რომ საერთოა.

ოთარ დანელიამ კომიტეტის წევრებისა და სხდომაზე დამსწრე საზოგადოების წარმომადგენლების კითხვებს უპასუხა.

 

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი