მთავარი განათლება სოფელ ზეგაანის ნახევარსაუკუნოვან სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა

სოფელ ზეგაანის ნახევარსაუკუნოვან სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა

0 806

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ინფრასტრუქტურული პროექტის გაცნობას აგრძელებს. თამარ სანიკიძემ გურჯაანის რაიონის სოფელ ზეგაანში რეაბილიტირებული საჯარო სკოლა დაათვალიერა და პედაგოგებსა და მოსწავლეებს შეხვდა.

აღსანიშნავია, რომ ნახევარსაუკუნოვან შენობას წლების მანძილზე რემონტი არ ჩატარებია, მოშლილი იყო ყველა კომუნიკაცია და პატარებს გაუსაძლის პირობებში უხდებოდათ სწავლა.

სამინისტროს ძალისხმევით, ზეგაანის სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. მოეწყო სველი წერტილები, ცენტრალური გათბობა, სკოლა გაზიფიცირდა და აღიჭურვა. მინისტრმა სკოლას ახალი საკლასო დაფებიც ჩაუტანა და მალე სპორტული დარბაზის მოწყობასაც დაჰპირდა.

კახეთის რეგიონში 143 საჯარო სკოლა და ერთი პროფესიული სასწავლებელი რეაბილიტირდა, აშენდა ორი საჯარო სკოლა, ასევე 2015 წლისთვისაც მნიშვნელოვანი ინფრსტრუქტურული პროექტებია დაგეგმილი.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი