მთავარი მთავარი სოზარ სუბარი “ნაციონალური მოძრაობის” აქციას გამოეხმაურა

სოზარ სუბარი “ნაციონალური მოძრაობის” აქციას გამოეხმაურა

თბილისში დაგეგმილ “ნაციონალური მოძრაობის” აქციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი გამოეხმაურა. სოზარ სუბარი, საბჭოთა კავშირს იხსენებს და ამბობს, რომ დღეს ყველას აქვს უფლება, ჩაატაროს აქცია და გამოთქვას საკუთარი პროტესტი.
სოზარ სუბარი: “საბჭოთა კავშირში არ გამოდიოდა ხალხი ქუჩაში და ეს იყო იმ ქვეყნის პრობლემა. ყველას აქვს უფლება, გამოვიდეს. მთავარია, რომ ჩვენ მათ ვუქმნით მაქსიმალურად კომფორტულ პირობებს და არ ვუშლით ხელს ისე, როგორც თვითონ გვიშლიდნენ”, -განაცხადა მან.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი