მთავარი განათლება სემინარი „გზა სრულყოფისკენ“ გაიმართა

სემინარი „გზა სრულყოფისკენ“ გაიმართა

0 776

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერითა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ორგანიზებით, ხარისხის მართვის/მენეჯმენტის ევროპული მოდელის (EFQM Excelence Model) დანერგვის მიზნით, რიგით მესამე სემინარი „გზა სრულყოფისკენ“ გაიმართა.

ხარისხის მართვის/მენეჯმენტის ევროპული მოდელი  ევროპულ ფასეულობებს ეფუძნება, რაც საშუალებას აძლევს საჯარო და კერძო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებს გააუმჯობესონ საკუთარი საქმიანობა EFQM-ის მოდელის გამოყენებით.

სემინარის მიზანია შეფასების შედეგებზე დაყრდნობით სრულყოფისა და ხარისხის მართვის საერთო სისტემისა და გაუმჯობესებაზე ორიენტირებული პროექტების შემუშავება.

აღსანიშნავია, რომ EFQM-ის ტრენინგში მონაწილეობას იღებენ პროექტის ფარგლებში მონაწილე საჯარო და კერძო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები, ასევე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტი.

 

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი