მთავარი პოლიტიკა საქართველოს პრეზიდენტმა საერთაშორისო პრესკონფერენცია გახსნა

საქართველოს პრეზიდენტმა საერთაშორისო პრესკონფერენცია გახსნა

0 652

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საერთაშორისო კონფერენციაში „დემოკრატიის არსი – საგარეო, ეკონომიკური და უსაფრთხოების პოლიტიკის არჩევანი რეგიონში“ მონაწილეობა მიიღო.

გიორგი მარგველაშვილის თქმიით, მსგავსი სახის ღონისძიებები, როდესაც ბრწყინვალე მოაზროვნეები ერთად იკრიბება, რომ განიხილონ ქვეყნის, დემოკრატიისა და რეგიონის მომავალი,   საზოგადოების განვითარებისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

„საქართველო არის კარიბჭე აღმოსავლეთით მდებარე მრავალი სახელმწიფოსათვის – კავკასიის რეგიონის, კასპიის ზღვის აუზის და სხვა შორეული აღმოსავლეთის ქვეყნებისათვის. ჩვენ მათ ვაძლევთ მრავალმხრივ შესაძლებლობას, რომ დაუკავშირდნენ ევროპას, და ვართ ხიდი ევროპასა და აზიას შორის. საქართველო ამ მნიშვნელოვან როლს ასრულებს უკვე მრავალი საუკუნეა. ამავდროულად, ჩვენი, როგორც დემოკრატიული ქვეყნის მომავალი, მრავალი გამოწვევის წინაშე დგას. ეს გამოწვევები ბუნებრივია განვითარებადი საზოგადოებისა და დემოკრატიისათვის, რაც ასევე ხდება სხვა დემოკრატიულ სახელმწიფოებშიც“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

სიტვით გამოსვლის დროს საქართველოს პრეზიდენტმა, ასევე აღნიშნა, რომ მთავრობის, საზოგადოების განვითარება, თავისუფლებათა და სხვადასხვა პოლიტიკურ მიმართულებათა შორის ბალანსის ძიება და უფრო დინამიურ პროცესში ჩაბმა, არის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი საზრუნავი.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი