მთავარი პოლიტიკა საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ერევანში იმყოფება

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ერევანში იმყოფება

0 812

საქართველოდან ევრონესტის საპარლამენტო დელეგაციამ ერევანში, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში გამართულ ეკონომიკური ინტეგრაციის, საკანონმდებლო და ევროკავშირის პოლიტიკასთან დაახლოების კომიტეტის სხდომებში მიიღო მონაწილეობა.
კომიტეტის სხდომაზე განსახილველი ძირითადი საკითხი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის უკეთესი სატრანსპორტო კომუნიკაციების აწყობის შესაძლებლობა იყო. წარმოდგენილ მრავალპუნქტიან პროექტთან დაკავშირებით სხვადასხვა ქვეყვის დელეგაციებს სკუთარი შენიშვნები ჰქონდათ წარდგენილი, რომელთაგან ძირითადი გაზიარებულ იქნა. საქართულოს საპარლამენტო დელეგაციის მიერ გამოთქმული შენიშვნაც ასევე გაიზიარებულ იქნა, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების გამოკვეთას ეხებოდა. „ჩვენ შევეცადეთ საქართველო როგორც ერთგვარი ჰაბი სამხრეთ კავკასიაში უფრო მკვეთრი შესაძლებლობებით გამორჩეულიყო. ამავე დროს გამოჩენილიყო შესაძლებლობები იმისა, რომ საქართველო ამ საკითხს განიხილავს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის, როგორც საქართველოს შემადგენელი ნაწილის კონტექსტში. ამ შესაძლებლობას ასევე უყურებს ევრონესტის ქვეყნები”, – აღნიშნა პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ევრონესტის საპარლამენტო დელეგაციის წევრმა გიგლა აგულაშვილმა.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი