მთავარი რეგიონი სამცხე-ჯავახეთში განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველო გაიხსნა

სამცხე-ჯავახეთში განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველო გაიხსნა

0 889

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური შსს-ს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ჩამოყალიბების ათი წლის იუბილეს აღნიშვნას დაესწრო. მინისტრმა დაბა ასპინძაში დეპარტამენტის ახალი სტრუქტურული ქვედანაყოფის – სამცხე-ჯავახეთის სამხარეო განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველო გახსნა. შენობის რეაბილიტაცია რეგიონული განვითარებისა და ინფრაქტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა.

10885245_1792050581019139_8162799201169506728_n

საზეიმო ცერემონიას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, შს მინისტრის მოადგილეები, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტისა და უწყების სხვა ხელმძღვანელი პირები, საქართველოს მთავრობის წევრები, ევროკავშირის დიპლომატიური კორპუსის, აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.

მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს პრემიერ-მინისტრმა და შს მინისტრმა, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის პირად შემადგენლობას დაარსების 10 წლისთავი მიულოცეს და წარმატებები უსურვეს. ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა დეპარტამენტის განვითარების განსაკუთრებულად ნაყოფიერი და შედეგიანი ბოლო ორი წელი. 2013 წელს ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივითა და ხელშეწყობით საფუძველი ჩაეყარა სამცხე-ჯავახეთში აღნიშნული სტრუქტურული ერთეულის ჩამოყალიბებას, რაც რეგიონში საზოგადოებრივი უსაფრთხოების და წესრიგის დაცვის გაუმჯობესებას, ასევე დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას შეუწყობს ხელს.

1506444_1792050584352472_3513462196452263551_n

აღინიშნა, რომ 2013 და 2014 წლებში, შსს-ს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში გატარებული რეფორმების შედეგად, თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სპეციალური სამსახური ჩამოყალიბდა. განხორციელდა მთელი რიგი სტრუქტურული და საკადრო ცვლილებებისა; გაუმჯობესდა პირადი შემადგენლობის სოციალური პირობები; მნიშვნელოვნად გაიზარდა თანამშრომელთა შრომითი ანაზღაურება; დანაყოფებში მოწესრიგდა მებრძოლებისა და სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეთა კვებით და უნიფორმით უზრუნველყოფის საკითხები; განვითარდა და თანამედროვე საშუალებებით აღიჭურვა დეპარტამენტის სამედიცინო სამსახურები.

10410784_1792050577685806_4389614450941834078_n
ხაზი გაესვა, რომ სწორედ უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში განვითარდა მნიშვნელოვანწილად განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ინფრასტრუქტურა და შეიქმნა ძლიერი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, რაც განმსაზღვრელია დეპარტამენტის სრულყოფილად ფუნქციონირებისათვის ნებისმიერ კლიმატურ პირობებსა და რთულ გეოგრაფიულ არეალში. განახლდა და გარემონტდა დეპარტამენტის ბალანსზე არსებული შენობა-ნაგებობები, ყაზარმები და მოსასვენებელი ადგილები; დანაყოფები აღიჭურვა საწვრთნელი ხელოვნური ბარიერებითა და სასროლეთით; გაუმჯობესდა როგორც ცხინვალის რეგიონის, ისე აფხაზეთის მიმართულებით საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში განლაგებულ ბლოკ-საგუშაგოებზე არსებული პირობები; განთავსდა სპეციალური კონტეინერების ტიპის შენობები; განხორციელდა საგუშაგოებამდე მისასვლელი გზების რეაბილიტაცია; გაიმართა და მოწესრიგდა ჰიდროლოგიური ჭაბურღილები, გაზგაყვანილობის სისტემები და გათბობის ქსელები; განახლდა და შეივსო დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების ავტოპარკი; შესაბამისი საკომუნიკაციო და მართვის საშუალებებით აღიჭურვა სამეთაურო და სპეციალური დანიშნულების მანქანები, რამაც საგრძნობლად გააუმჯობესა მოსამსახურეთა სამუშაო პირობები და უსაფრთხოების კონტროლის ხარისხი; დაინერგა და პერიოდული განგრძობითი ხასიათი მიეცა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის პირადი შემადგენლობის მომზადებისა და გადამზადების სასწავლო კურსებს.

განსაკურებულად გამოიკვეთა საერთაშორისო პარტნიორული მხარდაჭერის მნიშვნელობაც. აღინიშნა, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში, აშშ-ის საელჩოს ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ უწყებებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს (INL), გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI), ევროკავშირის, ნატო-ს, გაერო-ს, ასევე სხვა დონორი ქვეყნების და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელშეწყობით, არაერთი წარმატებული პროექტი განხორციელდა, რომლებიც დანაყოფის სრულფასოვანი და ეფექტიანი ფუნქციონირებისკენ იყო მიმართული.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ღონისძიების დასასრულს, პატივი მიაგო იმ გმირების ხსოვნას, რომლებმაც სამშობლოს დასაცავად და საზოგადოებრივი უსაფრთხოებისათვის თავი გაწირეს და განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა პოლიციელებს, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას პირნათლად იხდიან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ხაზის მახლობლად განლაგებულ საგუშაგოებზე.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი