მთავარი განათლება საზღვაო აკადემიის 7 სტუდენტი ვარნაში მიემგზავრება

საზღვაო აკადემიის 7 სტუდენტი ვარნაში მიემგზავრება

0 1451

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ხელმძვანელმა დავით მიქელაძემ და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების უფროსმა სულხან დუმბაძემ „ახალგაზრდობის საქმეთა ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ბათუმის საზღვაო აკადემიის 7 სტუდენტს ბულგარეთში ქალაქ ვარნაში კადეტთა და სტუდენტების საერთაშორისო სამეცნიერი კონფერენციაზე დასასწრებად სამგზავრო ბილეთები გადასცა.

10152408_899712550075663_5405932156636070406_n

აკადემიის სტუდენტთა ნაშრომები კონფერენციის ორგანიზატორებს გადაეგზავნა და სწორედ ამის შემდეგ გადაწყდა შვიდივე სტუდენტის ბულგარეთში გამგზავრება.

11081028_899712520075666_8464112179251864187_n

კონფერენცია 26-27 მარტს ვაპტსაროვის სახელობის სამხედრო საზღვაო აკადემიის ორგანიზებით ჩატარდება.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი