რა მოხდა ეკა ბესელიას და ხათუნა გოგოლიშვილს შორის?!

    0 827

    დღეს პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიასა და საპარლამენტო უმცირესობის წევრ ხათუნა გოგორიშვილს შორის ურთიერთშელაპარაკება მოხდა.
    კამათის მიზეზი ეკა ბესელიას განცხადება გახლდა, რომელმაც ჟურნალისტებს „ქამრების შემოჭერაზე“ ესაუბრა და განაცხადა, რომ პარლამენტის ქუთაისში არსებობა ბიუჯეტისთვის დამატებით ხარჯებს წარმოადგენს. რამაც უკმაყოფილება გამოიწვია სახელისუფლებო ოპოზიციის წევრის ხათუნა გოგოლიშვილის მხრიდან, მან განაცხადა, რომ ქუთაისში მდებარე ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო პარლამენტის ბალანსზე არ არის და შესაბამისად უწყებას ხარჯების გაწევა არ უწევს. ამ განცხადებების შემდეგ, საკანონმდებლო ორგანოში, დეპუტატებმა ერთმანეთს თავხედი და მატყუარა უწოდეს.

    კომენტარი არ არის

    დატოვეთ კომენტარი