მთავარი რეგიონი რა გახდა 28 წლის მაიკო ვერძაძის გარდაცვალების მიზეზი, ხმაური და დაპირიპირება...

რა გახდა 28 წლის მაიკო ვერძაძის გარდაცვალების მიზეზი, ხმაური და დაპირიპირება ბათუმის სამშობიარო სახლთან

0 1852

28 წლის ბათუმელი მაიკო ვერძაძე რომელიც მშობიარობის შემდეგ ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში 2 დღის წინ გადაიყვანეს, გარდაიცვალა. ამ წუთებში ბათუმის სამშობიარო სახლთან დიდი ხმაურია, გარდაცვლილის ოჯახის წევრებმა სამშობიარო სახლის მიმდებარე რუსთაველის ქუჩა გადაკეტეს, ისინი საავადმყოფოში შეჭრასაც ცდილობდნენ, თუმცა მათ ამის საშუალება სამართალდამცველებმა არ მისცეს, რასაც ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

22228_10200459585728033_3059059381076798382_n

მაიკო ვერძაძის ახლობლები მომხდარში სამშობიარო სახლის ექიმებს ადანაშაულებენ და მათი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვენ. რამდენიმე ახლობესლ სასწრაფო დახმარებაც დასჭირდა. მაიკო ვერძაძე სამშობიარო სახლში 21 მარტს მიიყვანეს, ნაყოფი დაღუპული აღმოჩნდა, პაციენტს კი ორი ქირურგიული ოპერაცია დასჭირდა, რის შემდეგაც იგი მძიმე მდგომარეობაში ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ახლობლები ირწმუნებიან, რომ ექიმებმა საკეისრო კვეთა დროულად არ ჩაატარეს, რაც ფატალური შედეგით დასრულდა. ფაქტზე მიმდინარეობს მოკვლევა.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი