მთავარი უცხოეთის ამბები რატომ არ გამოვიდა Germanwings-ის თვითმფრინავი ხაზზე: ექსპერტის აზრი

რატომ არ გამოვიდა Germanwings-ის თვითმფრინავი ხაზზე: ექსპერტის აზრი

გუშინ ალპებში ავიაკატასტროფა მოხდა. დაღუპულია 150 ადამიანი. ჯერ-ჯერობით უცნობია,თუ რა მიზეზით შეიძლება მომხდარიყო ავიაკატასტროფა. ამის შესახებ Euronews-სმა ავიაექსპერტს და თავისდროზე პილოტს ბერტან ვილიამს ინტერვიუ გამოართვა.

-ჯერ ადრეა გააკეთოთ რაღაც დასკვნები თუ რა მოხდა ალპებში. თუმცა შეგვიძლია ერთი დარწმუნებით ვთქვათ,რომ პილოტი დისპეჩერთან ხაზზე არ გამოსულა.ჩვენ ასევე ვიცით,რომ თვითფრინავი რამდენიმე წუთის განმავლობაში ახორციელებდა ვარდნას. რაზე შეიძლება ეს ყველაფერი მიუთითებდეს?

პერტან ვილიამსი: ხიფათის შესახებ ორნაირად შეიძლება მიაწვდინო ხმა დისპეჩერს. არის რადიოსიგნალი,რომელიც იწყება სიტყვებით ”mayday mayday mayday”. ასევე შეიძლება გააქტიურო გადამცემი. კონტროლორები ამით იჭერენ სიგნას რადარზე,რომ თვითფრინავი ხიფათშია.თვითმფრინავი, როდესაც კრუიზულ სიმაღლეს აცდა და 12 000 მეტრ სიმაღლეზე იმყოფებოდა, სანამ ავიაკატასტროფა მოხდებოდა, 12 წუთის განმავლობაში , არანაირი შეტყობინება არ მიგვიღია. ეს გასაკვირი არაა. როდესაც თვითმფრინავს აქვს პრობლემა პირველი რაც უნდა გააკეთო უნდა დაიმროჩილო ის. ხოლო როდესაც ტრაექტროია კონტროლის ქვეშ არის უნდა გაიგო რა პრობლმემები ჭირს თვითმფრინავს და სცადო გამოასწორო. აი ამ ყველაფრის შემდეგ უნდა სცადო დაკავშირება დისპეჩერთთან.

-თქვენი აზრით შეიძლება მომხდარიყო გაგერმეტიზირება?

პერტან ვილიამსი: ავიაკატასტროფა სამი მიზეზით შეიძლება მოხდეს. 1) ტექნიკური მხარე. 2) ამინდი, ფრინველები და ელექტრო გადამცემი ხაზები 3) ადამიანური ფაქტორი. როგორც გამოცდილებიდან ვხედავთ კატასტროფა შეიძლება, მოხდეს არამხოლოდ ერთი მიზეზით არამედ რამდენიმე მიზეზით ერთად. ანუ შეიძლება იყოს რამდენიმე მიზეზი და ეს მიზეზები არიან ის ფაქტორი,რომელიც სიტუაციას ამწვავებს. ამიტომ უმეტეს შემთხვევაში ასეთი მიზეზები ხდება ავიაკატასტროფის შედეგი.

-თვითფრინავი,რომლზეც ჩვენ ვსაუბრობთ დაფრინავს 1991წლიდან ანუ ის 24 წლისაა. ექსპლოატაციის ვადა არ ამოეწურა?

პერტან ვილიამსი: არა რათქმაუნდა. თუ ეს თვითმფრინავი ევროპულ სტანდარტებს აკმაყოფილებს. პირველ რიგში ამ თვითფრინავის მოდელის Airbus-ის გამოშვება 1988 წელს დაიწყო. დღემდე დაფრინავს 6000-ი ასეთი თვითმფრინავი. და ეს ძალიან გავრცელებული მოდელია და მისი მოსახურეობის წესები ძალიან მკაცრია.

-თუმცა ყველა კომერციულ თვითფრინავს აქვს თავისი ექპლოატაციის ვადა. ეს ასე არაა?

პერტან ვილიამსი: ყველა კომპანია თითონ აწესებს ამ ექსპლოატაციის ვადებს. თუ თვითფრინავმა თავიდანვე მიიღო ფრენის უფლება და აქვს ამისთვის შესაბამისი დოკუმენტები ამ თვითფრინავს შეუძლია ფრენა.

– Lufthansa-მ ეს თვითფრინავი თავის შვილობილ კომპანია Germanwings-ს გადასცა წინა წელს. ეს ჩვეულებრივი პრაკტიკაა,როდესაც თვითფრინავი თავისი ბოლო ექსპლოატაციის პერიოდში სხვა იაფ ავიაკომპანიებს გადასცემენ?

პერტან ვილიამსი: შეიძლება კომპანიის პოლიტიკა მდგომარეობა იმაში,რომ შეეძინა ახალი თვითფრინავები რეისებისთვის,რომლებიც ყველაზე მომგებიანია და პოპულალური. ეს ძალიან ლოგიკურია კომერციული თვალსაზრისით.თუმცა გამოტანა იმ დასკვნის,რომ გაუმართაობის გამო ხდებოდა ეს, არ შეიძლება.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი