მთავარი განათლება პროფესიული განვითარების ახალი სქემის პრეზენტაცია რეგიონებში ისევ გრძელდება

პროფესიული განვითარების ახალი სქემის პრეზენტაცია რეგიონებში ისევ გრძელდება

0 863

იმერეთის რეგიონის რესურსცენტრების ხელმძღვანელებს, სკოლის დირექტორებსა და პროფესორ-მასწავლებლებს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი  თამარ სანიკიძე და მინისტრის მოადგილე  გიორგი შარვაშიძე შეხვდა.

შეხვედრაზე პროფესიული განვითარების ახალი სქემის პრეზენტაცია მოხდა, სადაც ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრი გია ჟორჟოლიანი და ქალაქ ქუთაისის მერი შოთა მურღულია.

პრეზენტაცია ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში გაიმართა. შეკრებილმა აუდიტორიამ მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემასთან დაკავშირებით, იმაზე თუ რა არის ახალი სისტემის მიზანი, დანიშნულება და რა შედეგზე გაგვიყვანს, ამომწურავი ინფორმაცია მიიღო.

აღსანიშნავია, რომ სქემა ხარისხიანი განათლების დამკვიდრებას ემსახურება, თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპებს ეფუძნება. გარდა იმასა, რომ ახალი სქემა პედაგოგთა კვალიფიკაციას აამაღლებს, პროფესიული განვითარება და კარიერული წინსვლა სტატუსის შესაბამისად, აისახება მასწავლებლის შრომის ანაზღაურებაზე, რაც პროფესიაში ახალგაზრდების მოსაზიდად ერთ-ერთ მნიშვნელოვან სტიმულად იქცევა.

 

 

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი