მთავარი პოლიტიკა პრემიერ-მინისტრი გაერო-ში რამდენიმე ქვეყნის მუდმივ წარმომადგენელს შეხვდა

პრემიერ-მინისტრი გაერო-ში რამდენიმე ქვეყნის მუდმივ წარმომადგენელს შეხვდა

0 719

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაერო-ში რამდენიმე ქვეყნის მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე, საქართველოს გამოცდილება დემოკრატიული მმართველობის მიმართულებით და წამყვანი პოზიციები მსოფლიოს ავტორიტეტული სარეიტინგო კომპანიების შეფასებებთან დაკავშირებით ისაუბრეს.

ირაკლი ღარიბაშვილმა ელჩებს ელექტრონული ვიზების სისტემასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა. მისი თქმით, მოკლევადიანი ტურისტული ან საქმიანი ვიზის მიღება, საკონსულოში მისვლის გარეშე, სპეციალური პორტალის მეშვეობით არის შესაძლებელი.

აღსანიშნავია, რომ საუბარი შეეხო რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ რთულ ჰუმანიტარულ ვითარებას.

პრემიერ მინისტრმა იმ ქვეყნებთან, რომელთა წარომადგენლებიც დღევანდელ შეხვედრას დაესწრნენ, სავაჭრო-ეკონომიკური, ტურიზმის, განათლებისა და სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მზადყოფნა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

ღარიბაშვილის განცხადებით,  საქართველოსთვის გლობალური პარტნიორობის განვითარება აფრიკის, ლათინური ამერიკის, კარიბისა და წყნარი ოკეანის რეგიონებთან, საკმაოდ პრიორიტეტულია.

საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას გაერო-ში კაბო ვერდეს რესპუბლიკის, გრენადის, გვინეის რესპუბლიკის, იამაიკის, ტიმორ-ლესტეს, ტონგას სამეფოს და უგანდის რესპუბლიკის მუდმივი წარმომადგენლები დაესწრნენ.

 

 

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი