მთავარი პოლიტიკა პრეზიდენტი პარლამენტში საგარეო და უშიშროების პოლიტიკასთან, ეკონომიკურ პრობლემებთან დაკავშირებულ საკითხებს შეეხება

პრეზიდენტი პარლამენტში საგარეო და უშიშროების პოლიტიკასთან, ეკონომიკურ პრობლემებთან დაკავშირებულ საკითხებს შეეხება

0 924

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი კვერენჩხილაძემ, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გიორგი მარგველაშვილი პარლამენტის წინაშე გამოსვლისას ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე ისაუბრებს.

“პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენება კონსტიტუციის შესაბამისად, ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებს შეეხება. უფრო კონკრეტულად, მოხსენებაში განხილულ იქნება საგარეო და უშიშროების პოლიტიკასთან, ეკონომიკურ პრობლემებთან დაკავშირებული საკითხები. ასევე თავდაცვისა და შეირაღებული ძალების მდგომარეობა და პრობლემური თემები, ინსტიტუციური თემატიკა – ინსტიტუტების გაძლიერების, დემოკრატიული ფასეულობების, ადამიანის უფლებების, სხვადასხვა ინსტიტუციური რეფორმის და სხვა საკითხები,”- აღნიშნა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა.

პრეზიდენტი ეკონომიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით ცხრა თემაზე გაამახვილებს ყურადღებას, მათ შორის ეკონომიკის ინკლუზიური განვითარების აუცილებლობა, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობა, რეგიონის ეკონომიკური თანამშრომლობა და ა.შ.

ყოველწლიური მოხსენებით პრეზიდენტი პარლამენტში დღეს, 13:00 საათზე წარდგება.

 

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი