მთავარი განათლება პირველად საქართველოში, კვლევებისა და სწავლების ერთიანი სისტემა ამოქმედდება

პირველად საქართველოში, კვლევებისა და სწავლების ერთიანი სისტემა ამოქმედდება

0 879

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ნიკო მუსხელაშვილის სახელობს გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის პროფესორებთან ერთად, ის შენობა დაათვალიერა, სადაც რამდენიმე თვეში სარეაბლიტაციო სამუშაოების შესრულების შემდგომ უნივერსიტეტი ფუნქციონირებას გააგრძელებს.

აღსანიშნავია, რომ 2010 წელს ნიკო მუსხელიშვილის სახელოის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტი სტრუქტურულად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შემადგენლობაში შევიდა.

ინსტიტუტის შენობასთან დაკავშირებით გარკვეულ სირთულეებსაც წააწყდნენ, რადგან მაშინდელმა ხელისუფლებამ შენობა გაასხვისა და გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტი შენოის გარეშე დარჩა. რის გამოც მეცნიერები გარკველი ხნის განმავლობასი კვლევებს სხვადასხვა უნივერსიტეტებში ახორციელებდნენ, ამავე დროს ისინი შენობის დასაბრუნებლად ბრძოლას განაგრძობდნენ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ძალისხმევით, ინსტიტუტს ახალი თერიტორია და შენობა გადაეცა, ასევე, ევროპული სტანდარტის ინფრასტრუქტურის მოსაწყობად სოლიდური დაფინანსება გამოიყო. რამდენიმე თვეში, უახლესი ტექნოლოგიით აღწურვილ შენობასი გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტი და ბირთვული ინჟინერიის ცენტრი განთავსდება.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი CERN-თან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში ასევე მოაწყობს თანამედროვე კომპიუტერულ სისტემას Grid Cluster-ს, რომლის რესურსები გამოყენებული იქნება, როგორც ადგილობრივი ამოცანების გადასაწყვეტად, ასევე CERN-ის მიერ, როგორც მისი სისტემის შემადგენელი ნაწილი.

ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის რეაბილიტაცია და აღჭურვა იმ მასშტაბური პროექტის ნაწილია, რომელსაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მეცნიერების განვითარების მიმართულებით ახორციელებს, შედეგად კი – პირველად საქართველოში, კვლევებისა და სწავლების ერთიანი სისტემა ამოქმედდება, შესაბამისი ინტელექტუალური და ინფრასტრუქტურული რესურსებით, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში თანასწორუფლებიან წევრად ინტეგრაციას.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი