მთავარი პოლიტიკა ოფიციალურმა მოსკოვმა ოკუპირებულ ცხინვალსა და სოხუმში ჯარი და მძიმე ტექნიკა შეიყვანა

ოფიციალურმა მოსკოვმა ოკუპირებულ ცხინვალსა და სოხუმში ჯარი და მძიმე ტექნიკა შეიყვანა

0 1210

რუსეთის ფედერაციის სამხრეთ სამხედრო ოლქში, ასევე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე – ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში მასშტაბური სამხედრო საველე წვრთნები დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

უწყების ცნობით, წვრთნები ერთდროულად 12 პოლიგონზე ტარდება. მასში 2 ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე და ხუთასზე მეტი ერთეული სამხედრო ტექნიკა მონაწილეობს, ასევე – საჰაერო თავდაცვის დანაყოფები.

სწავლებაში გამოიყენება თანამედროვე შეტევითი ხასიათის სახეობები. საგარეო უწყების  სპეციალურ განცხადებაში ნათქვამია:

“რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული ეს ქმედებები წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას, საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშირისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების, აგრეთვე რუსეთის მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებების  უხეშ დარღვევას და საფრთხეს უქმნის რეგიონში მშვიდობასა და უსაფრთხოებას”.

 საგარეო საქმეთა სამინისტრო  მოითხოვს რუსეთის ფედერაციისგან ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, საქართველოს ტერიტორიიდან შეიარაღებული ძალების გაყვანას და საქართველოს რეგიონების დეოკუპაციას.

უწყება ასევე მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას ადეკვატური რეაგირება მოახდინოს რუსეთის ფედერაციის მორიგ დესტრუქციულ ნაბიჯზე.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი