მთავარი კულტურა მუსიკა ნინა სუბლატი – Warrior ( სიმღერის ოფიციალური ვიდეო კლიპი )

ნინა სუბლატი – Warrior ( სიმღერის ოფიციალური ვიდეო კლიპი )

როგორც ცნობილია, 2015 წლის ევროვიზიის კონკურსზე საქართველოს წარადგენს ნინა სუბლატი. ის თავისივე დაწერილი სიმღერით ( WARRIOR) წარსდგება მსოფლიოს წინაშე. სიმღერამ გასაჯაროებისთანავე დაიმსახურა მოწონება და საზოგადოების დიდი ნაწილი იმაზეც საუბრობს, რომ წელს, პირველად გვაქვს რეალური შანსი მოვიგოთ ეს საერთაშორისო კონკურსი. აღსანიშნავია, რომ ქართველ მომღერალს მხარს არამარტო ქართველები, არამედ სხვა ქვეყნის მსმენელებიც უჭერენ.

11 მარტს, ინტერნეტში სიმღერის ოფიციალური ვიდეო გავრცელდა. ვიდეომ მნახველთა უმეტესი ნაწილის მოწონება დაიმსახურა, თუმცა, არის კრიტიკული შეფასებებიც. აღსანიშნავია, რომ ვიდეო ძალიან გავს წარმოშობით ფრანგი შემსრულებლის – WOODKID-ის სიმღერის IRON-ის ვიდეოს. ამასთან დაკავშირებით კრიტიკამ უკვე გაიჟღერა სოციალურ ქსელსა და ვიდეოს კომენტარებში.

WOODKID – IRON

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი