მთავარი პოლიტიკა ნაციონალური მოძრაობის დეპუტატს უმაღლეს საბჭოში – პეტრე ზამბახიძეს თავს დაესხნენ და კვერცხები...

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატს უმაღლეს საბჭოში – პეტრე ზამბახიძეს თავს დაესხნენ და კვერცხები დაუშინეს

ინციდენტი ბათუმში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ოფისში მოხდა. მერაბ ღოღობერიძე, გიორგი თუშმალიშვილი და კიდევ რამდენიმე პირი შენობაში შევიდა და პეტრე ზამბახიძეს კვერცხები ესროლა. ისინი დეპუტატს პასუხს სთხოვდნენ იმის გამო, თუ რატომ დაუჭირა მხარი ზამბახიძემ გუშინ ჯემალ ფუტკარაძის აწარის უმაღლესი საბჭოს ვიცე-სპიკერად არჩევას. ახალგაზრდები დეპუტატს სისხლიანი რეჟიმისა და 26 მაისის, ასევე 7 ნოემბრის აქციების დარბევის მხარდაჭერად მოიხსენიებდნენ, მთავარი ბრალდება კი გუშინ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებები იყო.
11056680_790204257725182_1772460518_n
ინციდენტში მონაწილე რამდენიმე პირი ბათუმის მერიას დაქვემდებარებულ შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტში“ მუშაობენ.
პეტრე ზამბახიძე აცხადებს, რომ მსგავსი უკანონო ქმედებები ხელისუფლების მიერ არის ინიცირებული. „ეს დაჯგუფება ცდილობს, რომ განსხვავებულ აზრს ებრძოლონ. ესენი არიასნ „ქართული ოცნების“ აქტივისტები. მე მოვუწოდებ არჩილ ხაბაძეს, ავთანდილ ბერიძეს და ყველას – გონს მოვიდნენ. ის ქმედებები, რასაც განახორციელებენ ქართული მედიის, არასამთავრობო სექტორისა და დამოუკიდებელი ოპოზიციის წინააღმდეგ ბუმერანგივით დაუბრუნდება არჩილ ხაბაძეს, ავთანდილ ბერიძესა და ყველას, ვინც ამის უკან დგას“ – აცხადებს პეტრე ზამბახიძე

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი