მთავარი პოლიტიკა ნაციონალური მოძრაობა ხელმოწერების შეგროვებას იწყებს

ნაციონალური მოძრაობა ხელმოწერების შეგროვებას იწყებს

0 906

ნაციონალური მოძრაობა მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურების დასაწყებად ემზადება. მომავალი კვირიდან ოპოზიციური პარტია კოლეგებთან მოლაპარაკებებს გამართავს და ხელმოწერების შეგროვებას დაიწყებს.

,,შენს მედია გუნდთან” ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა მიხეილ მაჭავარიანმა განაცხადა: ,,ჩვენ დავიწყებთ ხელმოწერების შეგროვებას, ახლა ვართ 50 , მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხის  დასმას სჭირდება 60 ხმა. ჩვენ  ყველა კანონიერ  მეთოდს გამოვიყენებთ ჩვენი მიზნების მისაღწევად, საუბარი სხვა მეთოდებზე არ არის” .

 

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი