მთავარი პოლიტიკა „ნაციონალური მოძრაობა“ აქციას ხვალ თავისუფლების მოედანზე გამართავს

„ნაციონალური მოძრაობა“ აქციას ხვალ თავისუფლების მოედანზე გამართავს

0 1787

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ზუყრაბ ჯაფარაძის განცხადებით საპროტესტო აქცია ხვალ, რუსთაველის გამზირის ნაცვლად, თავისუფლების მოედანზე გაიმართება.

„ ქვეყანაში შექმნილ უმძიმეს ეკონიმიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით, ხვალ, 21 მარტს ჩვენ ვმართავთ თბილისში საპროტესტო აქციას, რომლის მთავარი მოწოდებაც არის გადადგეს საქართველოს უნიათო მთავრობა სრული შემადგენლობით. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, იმდენად დიდი არის სურვილი აქციაზე მომსვლელების, რომ ჩვენ გადავწყვიტეთ აქციის დისლოკაცია შევცვალოთ და ნაცვლად რუსთაველის გამზირისა, აქცია გაიმართება თავისუფლების მოედანზე”, – განაცხადა ჯაფარიძემ.
ასევე  აღნიშნა, რომ აქციის დაწყებამდე ორი დიდი შეკრება იქნება, ვარდების მოედანზე და  ე.წ. კოლმეურნეობის მოედანზე, საიდანაც მოეწყობა მსვლელობა თავისუფლების მოედნისკენ.

ჯაფარიძის თმით აქცია ხვალ 16:00 საათზე თავისუფლების მოედანზე დაიწყება, სადაც მიტინგი შედგება.

„ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს მოსახლეობის იმ ნაწილს, ვინც თვლის, რომ ის არის მოტყუებული ამ ხელისუფლების მიერ, ვინც თვლის, რომ არის შეურაცხყოფილი ამ ხელისუფლების უტიფარი განცხადებებით, ვინც თვლის, რომ ეს ხელისუფლება არის უნიათო და უნდა გადადგეს, ხვალ 16:00 საათზე მოვიდეს მიტინგზე.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი