მთავარი კულტურა თეატრი მსახიობი ოთარ კობერიძე გარდაიცვალა

მსახიობი ოთარ კობერიძე გარდაიცვალა

 

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო მსახიობის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ღრმა მწუხარებას გამოთქვამს. სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს.

მსახიობი, რეჟისორი და სცენარისტი ოთარ კობერიძე 1924 წლის 17 დეკემბერს დაიბადა და 90 წლის ასაკში გარდაიცვალა. მსახიობად ჯერ სოხუმის დრამატულ თეატრში მუშაობდა, შემდეგ კი მარჯანიშვილის აკადემიური თეატრის მსახიობი იყო.

ოთარ კობერიძე 1956 წლიდან კინოსტუდია „ქართული ფილმის მსახიობი და რეჟისორია, აღსანიშნავია, რომ შესრულებული აქვს 50-ზე მეტი როლი. ამავე დროს , როგორც რეჟისორს ათამდე ფილმი აქვს გადაღებული.

2002 წელს მსახიობი მემედ აბაშიძის სახელობის პრემიის ლაურეატი გახდა, ასევე სხვადასხვა პრიზები და წოდებები აქვს მიღებული.

მსახიობს 12 მარტს დაკრძალავენ, გამოსვენება დიდუბის ეკლესიიდან 15 საათზე მოხდება, მისამართი: ირაკლი აბაშიძის ქუჩა N10, II სადარბაზო, ბინა 26, მე-5 სართული.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი