მთავარი პოლიტიკა მინდია ჯანელიძე – ჩვენ ნაბიჯებს მხოლოდ წინ ვდგამთ

მინდია ჯანელიძე – ჩვენ ნაბიჯებს მხოლოდ წინ ვდგამთ

0 2195

თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანენლიძის თქმით, მათ აქვთ საკმაოდ ბევრი გამოწვევა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში, თუმცა ამაზე საჯაროდ საუბარი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის ზიანის მომტანი იქნება.

თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ალასანიას განცხადებას, საჰაერო თავდაცვის შეთანხმებასთან დაკავშირებით ჯანელიძემ აღნიშნა, რომ რეალურად არანაირი ხელშეკრულება არ არსებობს.

“პროცესი მიმდინარეობს ჩვეულ რიტმში, მინდა გითხრათ, რომ პროცესი მიმდინარეობს წარმატებით, ყველა ნაბიჯი რაც საჭიროა ჩვენი ქვეყნის შესაძლებლობის გასაუმჯობესებლად გადაიდგას, იდგმება და კიდევ დავამატებ, რომ რაც უფრო მეტს ვილაპარაკებთ ამ საკითხებზე და რაც უფრო მეტი მითქმა-მოთქმა იქნება, მით უფრო დაზიანდება ქვეყნის თავდაცვის ინტერსები”, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

ოპონენტების განცხადებას საჰაერო სტრატეგიასთან დაკავშირებით, რომ თითქოს თავდაცვის სამინისტროს ხედვა იყოს შეცვლილი, თავდაცვის მინისტრმა ინსინუაციები უწოდა.

“ეს არის ინსინუაციები. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ჩვენ ნაბიჯებს ვდგამთ მხოლოდ წინ. მათ შორის საჰაერო შესაძლებობების განვითარების კუთხით, მათ შორის ჯავშანსაწინააღმდეგო შესაძლებლობების განვითარების კუთხით და ა.შ. ამიტომ კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს, ჩვენ არ ვართ ჩვეულებრივ მდგომარეობაში მყოფი ქვეყანა, ჩვენ გვაქვს ბევრი გამოწვევა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში და ყოველი ზედმეტი სიტყვა, მითუმეტეს საიდუმლო თემებზე ღიად და საჯაროდ საუბარი მხოლოდ ზიანის მომტანია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის. ამიტომ ყველას მოვუწოდებ, რომ თავი შეიკავონ“, – განაცხადა მინდია ჯანელიძემ.

 

 

 

 

 

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი