მთავარი კულტურა მე ვხედავ

მე ვხედავ

25 მარტს, 19:30 საათზე, კინოთეატრ „ამირან” -ში გაიმართება საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ფოტოგრაფიის სასერტიფიკატო პროგრამის კურსდამთავრებულთა ფოტოგამოფენის გახსნის ცერემონიალი.

3 თვიანი, საავტორო პროგრამის განმავლობაში, სტუდენტები ეცნობოდნენ ფოტოგრაფიის სხვადასხვა მიმდინარეობებს, ფოტოაპარატის აგებულებას და ტექნიკურ შესაძლებლობებს. სწავლის განმავლობაში, დამსწრეთა მიერ შესრულებული შემოქმედებითი დავალებების თემატიკა მრავალფეროვანი იყო, ავტოპორტრეტებიდან დაწყებული კინო-კადრებით დამთავრებული.

სტუდენტების მიერ გადაღებული მხატვრული, სტუდიური და სარეკლამო 25 ფოტო შეირჩა გამოფენისათვის, რომელიც 4 აპრილამდე გაგრძელდება.

გამოფენის ორგანიზატორები GIPA-ს პიარის სასერტიფიკატო პროგრამის კურსდამთავრებულები არიან.

ნინი მაჭავარიანი

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი