მთავარი ადამიანის უფლებების დაცვა მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს!

მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს!

21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა. ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის თანამშრომლები, ბენეფიციარები უერთდებიან დაუნის სინდრომის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ცნობიერების ამაღლების კამპანიას და აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, ცენტრში დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობა:
19 მარტს ცენტრში გაიმართება ღია შეხვედრა მოწვეულ სტუმართან; დამსწრეები გაეცნობიან პრეზენტაციას დაუნის სინდრომის შესახებ; მოეწყობა ვიდეო-ჩვენება;
ცენტრის თანამშრომლები და ბენეფიციარები ქ. თბილისის ზოგადსაგანმანათლებლო საჯარო დაწესებულებებში გაავრცელებენ ინფორმაციას აღნიშნულ თემატიკასთან დაკავშირებით;
ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ბაზაზე მოეწყობა აქცია ცნობიერების ასამაღლებლად, რომელიც ცენტრის ბენეფიციარების მიერ არის ინიცირებული.

ნინი მაჭავარიანი

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი