მთავარი ბლოგები ლუთერი პროტესტანტი პაპის წინააღმდეგ

ლუთერი პროტესტანტი პაპის წინააღმდეგ

ეს სათაური შეიძლება ერთი შეხედვით უცნაურად გეჩვენოთ, მაგრამ ამ ბლოგის წაკითხვის შემდეგ მიხვდებით,  რატომ გამიჩნდა ასეთი დასათაურების სურვილი.
სანამ ძირიდათ თემაზე გადავალ, მინდა რამდენიმე წინადადებით აღვწერო  მარტინ ლუთერის დროინდელი ცენრალური ევროპა. ეს, ის პერიოდია, როდესაც რომის პაპი(ე.წ პაპის ოლქის მფლობელი) ხდება არა მხოლოდ სასულიერო, არამედ საერო წინამძღვარიც. იტალიის ჩრდილოეთ ქალაქებში ყოველთვის მიმდინარეობდა ბრძოლა ორ ფეოდალ ურ გვარებს შორის, რომელიც ერთ–ერთის გამარჯვებით და სრული ძალაუფლების მოპოვებით მთავრდებოდა. ერთ–ერთი ასეთი  ომის შემდეგ დაწინაურდა „მედიჩთა“ საგვარეულო, რომელიც შემდეგ XVI საუკუნის პირველ–ნახევარში მიმდევრობით ორი მედიჩი აირჩიეს პაპებად, რამაც მათი ძალაუფლების საგრძნობლად გაზრდა გამოიწვია. მან მოიპოვა აბსოლუტური თეოკრატიული მონარქია.  ეს სასულიერო  თანამდებობა გადაიქცა კაპიტალის დაგროვების იდეალურ წყაროდ, რამაც სულიერების ატროფირება გამოიწვია. ამ პერიოდში განსაკუთრებით საინტერესოა მოვლენა, რომელმაც შემდგომში გახდა რელიგიის რეფორმაციის ერთ–ერთი ძირითადი მიზეზი–– ესაა, რომის პაპის ლეონ X-ის მიერ ინდულგენციების გამოშვება. ეს იყო, ეგრეთ წოდებული „მონანიების ფურცელი“,  რომლის სანაცვლოდ მსხვილი თუ წვრილი „ბურჟუა“  ფულს იხდიდა და ისინი აღარ ითვლებოდნენ ცოდვილ ადამიანებად, მათი ყველა ცოდვა მიტევებული იყო.  ინდულგენციების გერმანიაში გაყიდვა დაევალა ბერს სახელად „იოჰანეს ტეტცელი“. ამ რეფორმას უპირისპირდება თეოლოგი ბერი მარტინ ლუთერი, რომელიც არ უშინდება პაპის მკაცრ ბუნებას და ვიტენბერგის ეკლესიის კარზე აკრავს „95 თესიზს“, სადაც ის ამხელს პაპს. რა თქმა უნდა, ლეონ X-მ იგი ერეტიკოსაც გამოაცხადა, რაც მის ინკვიზიციას ითვალისწინებდა. ლუთერს მომხრეებად მსხვილი ფეოდალები ჰყავდა და იგი კოცონზე აღარ დაწვეს.
საბოლოოდ მარტინ ლუთერმა მოახერხა პაპის უფლებების მკვეთრი მინორიზება, მაგრამ კათოლიკურმა ეკლესიამ ლუთერანობა პროტესტანტიზმათ შერაცხა, როგორც კალვინიზმი და ანგლიკანობა, თუმცა მხედველობაში უნდა მივიღოთ, რომ ქრისტეს რჯული პირველად რომაული კათოლიკური ეკლესიის სულიერმა მამამ  „გაყიდა“
დღეს სახელწოდება:  „პროტესტანტი“ ცოტა შეურაცხმყოფელია, რადგან ასოცირდება გარკვეულ სექტებთან, მაგრამ ამ სექტებმა გამოიყვანა ევროპა ფანატიზმიდან და საფუძველი დაუდო თვითშემეცნებას.
მე მინდა გარკვეული პარალელი გავავლო საქართველოსთან. საქართველოს ეკლესიის მმართველები უმეტეს შემთხვევაში გამოირჩეოდნენ თავიანთი ტოლერანტობითა და ჰუმანიზმით. იმ დროს, როდესაც რომის პაპი სიმდიდრის მოხვეჭას ადამიანების ინკვიციზიებით ცდილობდა, საქართველოში ანტონ კათალიკოსი ბერძენ ფილოსოფოსთა(სოკრატე, პლატონი, არისტოტელე და სხვ.) ნაშრომებს თარგმნიდა და აქვეყნებდა, რომელიც ევროპულ განმანათლებლობის დამკვიდრებასაც უწყობდა ხელს.

 ავტორი:  თოკო კაპანაძე          
                                                     

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი