მთავარი რეგიონი ლაშა ადამია: ბათუმში მცირე და საშუალო ბიზნესი გაჩერებულია

ლაშა ადამია: ბათუმში მცირე და საშუალო ბიზნესი გაჩერებულია

1 835

„საქართველოს პრემიერ მინისტრი, ეკონომიკის მინისტრი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გამუდმებით აცხადებენ, რომ აჭარაში ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესებულია და ბიზნესი განთავისუფლებულია, რაც სიმართლეს არ შეესაბამება“, – ეს განცხადება ბათუმში არსამთავრობო ორაგნიზაცია „ახალგაზრდული ინიციატივა მომავალი საქართველოსთვის“ ხელმძღვანელებმა გააკეთეს. ლაშა ადამიას თქმით, ბათუმში მცირე და საშუალო ბიზნესი გაჩერებულია, რის გამოც 500-მდე ობიექტი დაიხურა. „ აღნიშნულ პირებთან მაქვს კონკრეტული შეკითხვა აქვთ თუ არა ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ აჭარაში მცირე და საშუალო ბიზნესი არის გაჩერებული და მასობრივად იხურება ობიექტები, ყოველ დღე იზრდება უმუშევარ ადამიანთა რიცხვი . ფაქტობრივად ისინი შემოსავლის გარეშე დარჩნენ. ჩვენ შევისწავლეთ ბათუმში არაერთი ობიექტი და აღმოჩნდა, რომ 500-მდე ობიექტი დაიხურა იმის გამო, რომ რეგიონში ეკონომიკური კრიზისია“. განცხადა ლაშა ადამიამ. მესამე სექტორი ხელისუფლებას საკითხის დაინტერესებისკენ მოუწოდებს.

ავტორი: მარიამ კეკელიძე

1 კომენტარი

დატოვეთ კომენტარი