მთავარი პოლიტიკა ირმა ნადირაშვილი: ღარიბაშვილმა იტალიაში 181 401 ლარის ღირებულების რბილი...

ირმა ნადირაშვილი: ღარიბაშვილმა იტალიაში 181 401 ლარის ღირებულების რბილი ავეჯი შეუკვეთა

0 836

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ირმა ნადირაშვილი მთავრობის ადმინისტრაციის მე-11 სართულისთვის შესყიდული რბილი ავეჯის შესახებ ფინანსურ ინფორმაციას ავრცელებს.
– “მინდა წარმოგიდგინოთ ორი ხელშეკრულება, რომელიც ადასტურებს, რომ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა იტალიაში შეუკვეთა რბილი ავეჯი. ხელშეკრულება გაფორმებულია ორ კომპანიასთან life style-სა და “იტალდიზაინთან”.
კომპანიასთან life style-თან 26 ათასი ევროს, ხოლო იტალ დიზაინთან 41 ათასი ევროს ფარგლებში. უფრო კონკრეტულად, life style-მა პრემიერისთვის იტალიაში შეუკვეთა სავარძელი – 5760 ლარი, სკამები – 11 232 ლარი, ორი მაგიდა- 3192 ლარი, ორი მაგიდა – 2160 ლარი, ორი მაგიდა – 2784 ლარი, დივანი – 19104 ლარი და სავარძლები – 25344 ლარი. რაც შეეხება იტალ დიზაინს” ამ შემთხვევაში პრემიერისთვის იტალიაში შეუკვეთეს: სავარძელი ტყავში კრემისფერი – 6084 ლარი, სამზარეულოს მაგიდა, სტრუქტურა დახურული მეტალი ზედაპირი თეთრი – 1680 ლარი, სამზარეულოს სკამი სტრუქტურა დაბურული მეტალი თეთრი ტყავის შემცველი – 1728 ლარი, მაგიდა თეთრი დაბურული ლაკირება – 15 792 ლარი, სკამი ტყავის თეთრი ფერის – 17 913 ლარი, ორადგილიანი დივანი – 19 368 ლარი, სავარძელი ტყავში – 15 516 ლარი, ორადგილიანი დივანი “ბროდვეი” – 13 344 ლარი, სავარძელი ტყავში – 15880 ლარი, საწოლი მთლიანი თავით ჭრილის გარეშე ბატუტით – 24 132 ლარი, ორთოპედიული მატრასი ზამბარებით, ინდივიდუალური შეფუთვით -1980 ლარი. მთელი ეს ავეჯი საქართველოს მოსახლეობას ბატუტზე მხტუნავი პრემიერ-მინისტრისა და მცურავი ლარისა კურსის პირობებში, საერთო ჯამში დაუჯდა 181 401 ლარი. ჩვენ სკეპტიკუტად ვუყურებთ იმას, რომ რბილი ავეჯის არშეძენის ხარჯზე შესაძლებელია ეკონომიკური კრიზისის მოგვარება, მაგრამ მთავრობას არ სურს თუნდაც ელემენტარულ ფუფუნებაზე უარი თქვას”, – აღნიშნა მან.
მისივე თქმით, “ეს მაგალითები ნათლად ადასტურებს, რომ ჩვენ გყავს მატყუარა მთავრობა, რომელიც დასცინის ხალხს, როცა ასე იქცევა. სწორედ ამიტომ საქართველოს მოსახლეობამ 21 მარტს ძალიან მკაცრი პასუხი უნდა გასცეს ხელისუფლების ასეთ აღვირახსნილ ქმედებას, ყველა მოქალაქეს მოვუწოდებ “ნაციონალური მოძრაობის” აქციაზე მოსვლისაკენ”.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი