მთავარი მთავარი ირაკლი ჭეიშვილი: კარგი იქნებოდა, 7 ნოემბერს ხალხისთვის კვერცხები ესროლათ და არ ეცემათ

ირაკლი ჭეიშვილი: კარგი იქნებოდა, 7 ნოემბერს ხალხისთვის კვერცხები ესროლათ და არ ეცემათ

დღეს ბათუმის საკრებულოში, სხდომის დაწყებამდე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი კირთაძემ სიტყვით გამოსვლა ითხოვა, სადაც მან ბოლო პერიოდში სახელისუფლებო ოპოზიციის დეპუტატების მიმართ განხორციელებული ძალადობრივ ფაქტებთან დაკავშირებით, საკუთარი პოზიცია დააფიქსირა. რის შემდეგაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა პროტესტის ნიშნად სხდომათა დარბაზი დატოვეს.

10420327_672805856161774_7937448697722556298_n

დეპუტატებზე განხორციელებული ზეწოლა ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი ჭეიშვილმა დაგმო და მსგავსი ქმედებებისგან მოქალაქეებს თავის შეკავებისკენ მოუწოდა. “-კვერცხების სროლა ჯობია იმას, რაც წინა ხელისუფლებამ 26 მაისს და 7 ნოემბერს ოპოზიციის წარმომადგენლებს გაუკეთა. მე რამდენადაც ვიცი, დღეს სირცხვილის კორიდორის მოწყობას უპირებდნენ იმ დეპუტატებს ვინც გვიღალატა. მე რომ რიგითი მოქალაქე ვიყო, მეც მოვუწყობდი სირცხვილის კორიდორს. ეკუთვნით და მოუწყონ. გამოხატვის თავისუფლებაა. კვერცხების სროლა ჯობია იმას, რაც წინა ხელისუფლებამ 26 მაისს და 7 ნოემბერს ოპოზიციის წარმომადგენლებს გაუკეთა.“ -განაცხადა ჭეიშვილმა.
ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის განცხადებას საკრებულოს წევრმა, კონსერვატორმა დიმიტრი დარჩიამაც უპასუხა, მისი თქმით, იმ დეპუტატებმა მადლობა უნდა თქვან, რომ კვერცხი ესროლეს და არა სხვა რამე. დარჩიას განმარტებით, კვერცხების სროლა პროტესტის გამოხატვის ერთ-ერთი ფრომაა, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მიმართავენ.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი