მთავარი პოლიტიკა ირაკლი ღლონტი,ჟურნალისტ ირაკლი გედენიძეს ბოდიშს უხდის

ირაკლი ღლონტი,ჟურნალისტ ირაკლი გედენიძეს ბოდიშს უხდის

პოლიტიკური გაერთიანება ,,რეფორმატორების” ლიდერი ირაკლი ღლონტი, 4 მარტს ვარდების მოედანთან გამართულ აქციაზე მომხდარ ძალადობას გმობს და ფოტორეპორტიორ ირაკლი გედენიძეს ბოდიშს უხდის.

,,შეძრწუნებული ვარ მომხდარი ძალადობის ფაქტით. იქედან გამომდინარე, რომ პოლიცია არ იყო მიტინგის ორგანიზების პროცესის დროს (როგორც წესი საპატრულო პოლიცია თავყრილობისას მყისიერად ჩნდება) პირველი რაც ვიფიქრე ეს იყო სპეც სამსახურების მიერ დაგეგმილი პროვოკაცია, თუმცა კადრების ნახვის შემდეგ დავრწმუნდი, რომ ეს მეტია ვიდრე სპეციალური, ხელოვნურად შექმნილი პროვოკაცია, ეს არის საშინელი ძალადობის ფაქტი, რომელიც არ უნდა დარჩეს კანონით გათვალისწინებული სანქციების მიღმა !

მე, როგორც ერთ-ერთი ორგანიზატორი, მიუხედავად იმისა, რომ დაზუსტებით ვიცი რეფორმატორების აქტივისტების კონფლიქტში არ მონაწილეობის შესახებ ბოდიშს ვუხდი ირაკლი გედენიძეს მომხდარის გამო და გულწრფელად გამოვხატავ მწუხარებას… ეს მხოლოდ სიტყვები არ არის, ეს ჩემი მდგომარეობაა ამ ფაქტის გამო…

გარდა იმისა, რომ ვგმობ ძალადობას, მივმართავ შსს მინისტრს ბატონ გომელაურს, რომ დაუყონებლივ იქნას მხილებული მოძალადე. ყველას გვაინტერესებს მისი ვინაობა ! ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა რის გამო მოხდა ცემის ფაქტი, ჩემთვის უმნიშვვნელოვანესია, რომ ნაცემია ადამიანი, ნაცემია ჟურნალისტი, თან ის პიროვნება, რომელიც წინა ხელისუფლების მსხვერპლიც იყო.

ვწუხვარ, ძალიან ვწუხვარ … ბოდიში ირაკლი.”

შეგახსენებთ, ირაკლი გედენიძე ვარდების მოედანზე აქციას აშუქებდა, როდესაც ერთ-ერთი ავტომანქანიდან გადმოსულმა აქციის მონაწილემ ის პროვოკაციაში დაადანაშაულა, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და ფოტოკამერა დაუმტვრია. 
აქციის ორგანიზატორი სამი პოლიტიკური ძალა იყო: “რეფორმატორები”, “თავისუფალი საქართველო” და “ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა”. მათ აღნიშნული აქცია სახელწოდებით – “შემოულაწუნე” რამდენიმე ხნის წინ დააანონსეს. მათი თქმით, ისინი ლარის გაუფასურებასა და ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკურ მდგომარეობას აპროტესტებენ. დღეს ისინი “ვარდების” მოედანზე შეიკრიბნენ და ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან აქცია გამართეს.

ირაკლი გედენიძე,სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანა. ექიმებმა მას პირველი დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს. ამ დროისთვის,( 02:30 სთ;) 05:03:2015წ)  ჟურნალისტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ირაკლი გედენიძის ცემის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცემას გულისხმობს, – ამის შესახებ, შსს-ს საზოგადოებასთან უთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა განაცხადა.
მისი თქმით, ადგილზე იმყოფებოდნენ შსს-ს საპატრულო და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები და მიმდინარეობს გამოძიება.

 

მოამზადა: მარიამ ქობულიამ

 

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი