ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთისა და აზერბაიჯანის მინისტრებს შეხვდა

    0 787

    საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის ბიზნესფორუმის ფარგლებში, თურქეთის ეკონომიკის მინისტრ ნიჰად ზეიბექჩს და აზერბაიჯანის ეკონომიკისა და მრეწველობის მინისტრ შაჰინ მუსტაფაევს შეხვდა. ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა მათ ბიზნესფორუმში მონაწილეობისთვის და ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების იმედი გამოთქვა.
    შეხვედრას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო.

    კომენტარი არ არის

    დატოვეთ კომენტარი