მთავარი სამართალი ირაკლი ღარიბაშვილი – ბესო ხარძიანის მკვლელობის გამო ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ და ოჯახს...

ირაკლი ღარიბაშვილი – ბესო ხარძიანის მკვლელობის გამო ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ და ოჯახს ვუთანაგრძნობ

0 1639

საქართველოს პრემიერ-მინისტრი თავის „ფეისბუქ“ გვერდზე ბესო ხარძიანის მკვლელობას გამოეხმაურა.

„უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ ბიზნესმენ ბესო ხარძიანის მკვლელობის გამო და გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებ მის ოჯახს, ახლობლებს“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ მინისტრი იმედოვნებს, რომ ამ უმძიმეს ფაქტთან დაკავშირებით შექმნილი სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი პასუხს ყველა კითხვას ძალიან მალე გასცემს.

„მივმართავ შინაგან საქმეთა სამინისტროს და მთავარ პროკურატურას, გააკეთონ ყველაფერი ამ საქმის უმოკლეს დროში გამოსაძიებლად, რათა დამნაშავეები დაისაჯონ კანონის მთელი სიმკაცრით“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

 

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი