მთავარი პოლიტიკა ირაკლი აბესაძე: “თბილისის მერის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილედ კონკურსის გარეშე დაინიშნა

ირაკლი აბესაძე: “თბილისის მერის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილედ კონკურსის გარეშე დაინიშნა

0 997

თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ირაკლი აბესაძე აცხადებს, რომ საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატის ანი მიროტაძის და, თეა მიროტაძე თბილისის მერიაში ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის დროებითი მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა.რის გამოც, აბესაძემ ფაქტს ნეპოტიზმის კლასიკური შემთხვევა უწოდა. მისივე თქმით, თბილისის მერიაში საკადრო გადაადგილების მიღების ერთ-ერთი მთავარი საფუძველი მხოლოდ “ქართული ოცნების” წევრებთან ახლო ნათესაური კავშირია. თბილისის მერიის ადმინისტრაციის, ყოფილი უფროსი რევაზ ჩახავა, თბილისის მერიის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ დაინიშნა. “ეს იმ დროს, როდესაც ჩახავას თანამდებობიდან გათავისუფლება მის ოჯახურ მდგომარეობას დაბრალდა”, – განაცხადა აბესაძემ, რომლის შეფასებითაც, იგი დააქვეითეს და უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ დანიშნეს. “ვიდრე დავით ნარმანია ასეთ საკადრო გადაწყვეტილებებს მიიღებს, მერიაში საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით საზოგაზოებაში გაჩენილ კითხვებს პასუხი უნდა გასცეს. ის ადამიანები, რომლებიც სამსახურიდან გათავისუფლდნენ იმ მოტივით, რომ ვერ ასრულებდნენ თავის მოვალეობებს, სხვა თანამდებობებზე ინიშნებიან”.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი