მთავარი პოლიტიკა ინგა გრიგოლია: “არანაირი ცვლილებები დაგეგმილი არ არის”

ინგა გრიგოლია: “არანაირი ცვლილებები დაგეგმილი არ არის”

0 801

“არანაირი ცვლილებები დაგეგმილი არ არის”, – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „რეაქციის“ წამყვანმა ინგა გრიგოლიამა თოქ-შოუს დასაწყისში განაცხადა. გრიგოლია აცხადებს, რომ იგი კვლავ თავის პოზიციაზე რჩება.

ინგა გრიგოლია: „მთელი იმ აურზაურის მიუხედავად, რომელიც ამ დღეებში „რეაქციის“ გარშემო ვითარდებოდა და იმის მიუხედავად, რომ ტელევიზიის ხელმძღვანელობას და მე, როგორც აღმოჩნდა, სხვადასხვა მოსაზრებები გვაქვს წინა პარასკევის ცარიელ სკამებთან დაკავშრებით, მე ისევ ჩემს პოზიციაზე ვრჩები. ალბათ, ბევრს, ვისაც არ უყვარს „რეაქცია“, ეგონა ან სურვილი ჰქონდა, რომ პოზიციების სხვადასხვაობის გამო „რეაქცია“ ეთერში აღარც გასულიყო“, – განაცხადა გრიგოლიამ გადაცემის დასაწყისში.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი