მთავარი კულტურა პრეზენტაციები თბილისში ორი ქალაქის – თბილისისა და დუბლინის დამეგობრება აღნიშნეს

თბილისში ორი ქალაქის – თბილისისა და დუბლინის დამეგობრება აღნიშნეს

თბილისისა და დუბლინის დამეგობრებისა და ირლანდიის ეროვნული დღესასწაულის – წმინდა პატრიკის დღის აღსანიშნავად 17 მარტს თბილისის საკრებულოს შენობა მწვანედ განათდა. შენობა სიმბოლურად თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილთან, საგარეო საქმეთა მინისტრ თამარ ბერუჩაშვილთან და საქართველოში აშშ-ს ელჩთან რიჩარდ ნორლანდთან ერთად გაანათა.

19183_1054970904519509_7958757747880127178_n

დავით ნარმანიას თქმით, „Global Greening”-ის აქციაში თბილისის ჩართვის გადაწყვეტილება დუბლინში მისი ვიზიტის დროს გადაწყდა. “დუბლინში ვიზიტის დროს ლორდ მერთან თანამშრომლობის სფეროებზე საუბრისას ვთქვით, რომ ირლანდიელი ტურისტების საქართველოში მოსაზიდად, გარდა სხვა ღონისძიებებისა, მნიშვნელოვანი იყო ამ დღის აღნიშვნა. ირლანდიის ტურიზმის სააგენტომ საქართველო იმ ქვეყნების სიაში შეიყვანა, სადაც 2015 წლის 17 მარტს, ირლანდიის ეროვნული დღესასწაულის აღსანიშნავად, მონუმენტები და არქიტექტურული ნაგებობები მწვანედ ნათდება” – განაცხადა დავით ნარმანიამ. მისივე თქმით, ირლანდიის ტურიზმის სააგენტო ირლანდიელ ტურისტებს ურჩევს საქართველოსა და თბილისს ეწვიონ.

10410908_1054970731186193_701140580610308468_n

ამით თბილისი ირლანდიის მთავრობის მიერ ინიცირებულ გლობალურ აქციას “Global Greening”-ს შეუერთდა, რომლის ფარგლებშიც ყოველ წელს ირლანდიის ეროვნულ დღესასწაულზე მსოფლოს სხვადსახვა ქალაქებში არსებული ღირშესანიშნაობები მწვანედ ნათდება. 2015 წლის სიაში, რომის კოლიზეუმსა და პარიზის მონმარტრის უბანში მდებარე საკრე-კიორის ბაზილიკასთან ერთად, პირველად მოხვდა თბილისი. აქციას მსოფლიოს ბევრი ქალაქი უერთდება და 17 მარტს მწვანედ ნათდება მსოფლიოს არაერთი ღირშესანიშნაობა: თავისუფლების ქანდაკება, პირამიდები, ჩინეთის დიდი კედელი, სიდნეის ოპერა და ა.შ.

11076280_1054971211186145_6199372507566920804_n

ღონისძიებას აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, საქართველოს პარლამენტის წევრები, პარლამენტში არსებული ირლანდიასთან მეგობრობის ჯგუფის წევრები, დიპლომატიური კორპუსი, საქართველოში მყოფი ირლანდიელები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

11075225_1054970781186188_8800907614684112817_n

ირლანდიის ეროვნულ დღესასწაულზე მსოფლიო ღირშესანიშნაობების მწვანედ განათება ირლანდიის მთავრობის ინიციატივით ხორციელდება.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი