მთავარი საზოგადოება თბილისის 121-ე საბავშვო ბაღის საკვებში პარაზიტი აღმოაჩინეს

თბილისის 121-ე საბავშვო ბაღის საკვებში პარაზიტი აღმოაჩინეს

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მონიტორინგის შედეგად თბილისის 121-ე მუნიციპალურ საბავშვო ბაგა-ბაღში ხორცის ნიმუში აიღო და გამოსაკვლევად ლაბორატორიას გადაუგზავნა. კვლევის შედეგად ხორცის ნიმუშში აღმოჩნდა პარაზიტი სარკოცისტოზი (სარკოსპორიდიოზი), რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას.
საბავშვო ბაღს ხორცით კომპანია „ფუდსერვისი” ამარაგებს. თბილისის საბავშვო ბაღების მართვის სააგენტოს დაევალა ყველა საბავშვო ბაღიდან „ფუდსერვისის” მიერ მიწოდებული ხორცის გამოთხოვა, რაზეც ზედამხედველობას სურსათის ეროვნული სააგენტო განახორციელებს. –

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი