მთავარი პოლიტიკა ვაზიანის სამხედრო ბაზაზე არტილერიის პროფესიული დღე აღინიშნა

ვაზიანის სამხედრო ბაზაზე არტილერიის პროფესიული დღე აღინიშნა

0 837

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ვაზიანის სამხედრო ბაზაზე იმყოფებოდა და არტილერისტებს  აღნიშნული დღე მიულოცა. მისი თქმით, ისინი ახალ სახელმწიფოს აშენებენ, რომლის შეიარაღებული ძალები იქნება ისეთი ძლიერი, რომ ნებისმიერ მტერს  მუქარის სურვილს გაუქრობს.

„მინდა განსაკუთრებულ მადლობა ვუთხრა იმ ადამიანებს, რომლებიც ჩვენი მოქალაქეების მშვიდად და უსაფრთხოდ ყოფნის მიზნით, ყოველდღიურად იარაღით ხელში მსახურობს, თავისი პროფესიონალიზმით იცავს ჩვენ სახელმწიფოს“, – განაცხადა, გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, ქართველ არტილერისტებს აქვთ საამაყო ბიოგრაფია. ეს ბიოგრაფია იწყება საქართველოს პირველი რესპუბლიკიდან – როცა თებერვალში გვიტევდა მე-11 არმია არტილერიამ შეძლო და შეაჩერა მოწინააღმდეგე, დიდი ზიანი მიაყენა მტერს. მათი თავდადება თანამედროვე საქართველოშიც გრძელდება.

აღსანიშნავია, რომ გიორგი მარგველაშვილმა 11 არტილერისტი დააჯილდოვა.

„ჩვენ მადლიერნი ვართ იმ სამსახურისთვის, რომელსაც სამშობლოსთვის წევთ, მადლობელი ვართ თქვენი შრომისა და თავდადებისთვის. მუდამ გვახსოვს ის გმირობა, რომელიც ჩაუდენიათ ჩვენს წინაპრებს. ამ გმირობის საფუძველზე ვაშენებთ ახალ სახელმწიფოს, ახალ საქართველოს, რომლის შეიარაღებული ძალებიც იქნება ისეთი ძლიერი, რომ ნებისმიერ მტერს გაუქრობს სურვილს, ჩვენ, მშვიდობისმოყვარე სახელმწიფოს რაიმენაირად დაგვემუქროს. ამის გარანტი ხართ თქვენ, ამის გარანტია შეიარაღებული ძალები, რომლებიც არა მარტო საქართველოში, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით სიამაყით აღავსებენ ყველა ქართველის გულს, რადგან ისინი არიან გამორჩეულები, მათ პატივს სცემენ როგორც კოლეგებს და მათი ეშინიათ მტრებს“, – მიმართა პრეზიდენტმა არტილერისტებს.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი