მთავარი პოლიტიკა დავით უსუფაშვილი – კონსტიტუციის სრულყოფა უწყვეტი პროცესია, რომელიც ყველა სახელმწიფოსთვის არის დამახასიათებელი

დავით უსუფაშვილი – კონსტიტუციის სრულყოფა უწყვეტი პროცესია, რომელიც ყველა სახელმწიფოსთვის არის დამახასიათებელი

0 968

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილის თქმით კონსტიტუციის სრულყოფა უწყვეტი პროცესია, რომელიც ყველა სახელმწიფოსთვის არის დამახასიათებელი.

აღსანიშნავია, რომ საუბარია კონსტიტუციის სრულყოფაზე და არა ახალი კონსტიტუციის მიღბაზე, როგორც უსუფაშვილმა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე განაცხადა.

“ხაზს ვუსვამ, ჩვენი ამოცანაა მოქმედი კონსტიტუციის სრულყოფა და არა ახალი კონსტიტუციის მიღება და ყველაფრის თავიდან დაწყება. მოგეხსენებათ, რომ კონსტიტუციის სრულყოფის პროცესი ეს პრაქტიკულად უწყვეტი პროცესია ყველა სახელმწიფოსთვის. ვერ ნახავთ ქვეყანას, სადაც მოქმედი კონსტიტუცია არ არის განახლებული და შეცვლილი, განსაკუთრებით ეს ეხება ახალ დემოკრატიებს. თუ გადახედავთ ახალი სახელმწიფოების ისტორიას, ნახავთ, რომ ისინი მუდმივად ცდილობენ დახვეწონ თავიანთი კონსტიტუციური ფუნდამენტი. საქართველოც არ არის გამონაკლისი”, – აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

თუმცა, პარლამენტის თამჯდომარის თქმით, არსებობს მეორე გარემოება, რასაც გარკვეული სახის პრობლემამდე მივყავართ. მისი თქმით, შესაძლოა, ამ პროცესმა გააჩინოს კონსტიტუციური არასტაბულურობის და იმის განცდა, რომ კონსტიტუციური ნორმები შეიძლება ისევე მარტივად შეიცვალოს, როგორც ეს სხვა საკანონმდებლო აქტთან მიმართებაშია შესაძლებელი, აღნიშნული კი გამოიწვევს იმ სამართლებრივ პოლიტიკური ფუნდამენტის დაკარგვას, რაზეც დანარჩენი ინსტიტუტები უნდა აშენდეს.

 

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი