დავით კირკიტაძეს დღეს დაკითხავენ

    0 840

    ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორს, დავით კირკიტაძეს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური დღეს დაკითხავს. ამის შესახებ ინფორმაციას დავით კირკიტაძე “ფეისბუქის” გვერდზე ავრცელებს. ყოფილი გუბერნატორი დაკითხვაზე 15:00 საათზეა დაბარებული.
    “ოთხდღიანი ყოყმანის შემდეგ, ფინანსურმა პოლიციამ გადაწყვიტა დღეს 15:00 საათზე, ჩემი დაკითხვაზე დაბარება მაშინ, როდესაც ამერიკაში ყოფნის დროს დღეში რამდენიმე უწყება მიჰქონდათ ჩემ საცხოვრებელ მისამართზე. როგორც არ უნდა დასრულდეს დაკითხვის პროცესი, გავაგრძელებ ბრძოლას საქართველოს უკეთესი მომავლისთვის. 21 მარტს, ერთად დავიწყოთ უუნარო ხელისუფლების დასრულების დასაწყისი”, – აცხადებს იგი.
    ქვემო ქართლის ყოფილ გუბერნატორს დავით კირკიტაძეს სასამართლოს გადაწყვეტილებით 10 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული. მას ბრალად სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავებიან, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს. აღნიშნული ბრალის წარდგენა კირკიტაძის დაუსწრებლად მოხდა, რადგან იგი აშშ იმყოფებოდა, რომელიც საქართველოში 7 მარტს დაბრუნდა.

    კომენტარი არ არის

    დატოვეთ კომენტარი