მთავარი პოლიტიკა დავით ბაქრაძემ აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა

დავით ბაქრაძემ აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა

0 696

აქციაზე მყფ პოლიციელებს დავით ბაქარძემ სიტყვით მიმართა:
“დღეს არის პირველი შემთხვევა, როცა ამ რაოდენობის პოლიცია და სპეცრაზმია მობილიზებული. ეს ნიშნავს ერთ რამეს, რომ დღეს ჩვენი შეეშინდა ხელისუფლებას. გილოცავთ ყველას, მეგობრებო. სამაგიეროდ, ჩვენ არ შეგვშინებია და არასდროს შეგვეშინდება ჩვენი პოლიციის. დღეს ძალიან ბევრი პოლიციელი დგას აქ, ჩვენ გარშემო. მინდა, მივესალმო იმ პოლიციას, რომელიც ჩვენ შევქმენით და ვუთხრა, რომ განსხვავებით ამ ხელისუფლებისგან, რომელმაც პოლიციას ეკა ყუშიტაშვილები დაასვა თავზე და სპეცრაზმელები გლდანის ციხეში გაუშვა, ჩვენ მას პატივს ვცემთ, გვიყვარს, რადგან ეს არის ის სახელმწიფო ინსტიტუტი, რომელიც საქართველოსთვის შევქმენით. ამიტომ მოდით, ყველამ ერთად მივესალმოთ და ტაში დავუკრათ ჩვენს პოლიციელებს. თუ ვინმეს უნდა ეშინოდეს პოლიციის და სპეცრაზმის, ჩვენ – არა. ამიტომ გილოცავთ – დღეს გვყავს ხელისუფლება, რომელსაც შეეშინდა და დღეს გვყავს პოლიტიკური ოპოზიცია, რომელიც პოლიციასთან ერთად დგას ქუჩაში’

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი