მთავარი ამინდი გუდაური -კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

გუდაური -კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

გუდაური -კობის მონაკვეთზე ინტენსიური თოვის, ქარბუქუსა და შეზღუდული ხილვადობის გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ამის შესახებ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში აცხადებენ. უწყების ინფორმაციით, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე ინტენსიური თოვის, ქარბუქუსა და შეზღუდული ხილვადობის გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
ამავე გზის კმ134-კმ135 (დარიალის ხეობა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას იკრძალება მათი გაჩერება. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი