მთავარი მთავარი გიორგი ონიანი ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლობას სთავაზობს

გიორგი ონიანი ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლობას სთავაზობს

0 917

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე გიორგი ონიანი ფინანსთა სამინისტროს განცხადებას პასუხობს და აცხადებს, რომ უწყების მიერ გაკეთებული განმარტება არ ეფუძნება ფაქტებს, რამაც შეიძლება საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს.
„ჩვენ არ ვაპირებთ ამ განცხადების უარყოფას. ვფიქრობთ, ფინანსთა სამინისტროს მიერ გაკეთებული განმარტება არ ეფუძნება ფაქტებს, არ სცემს პასუხებს ჩვენს მიერ დასმულ კითხვებს და შეიძლება შეცდომაში შეიყვანოს საზოგადოება. ის ფაქტი, რომ ფინანსთა სამინისტრომ აღიარა 82 მილიონის დაბრუნების ქვეანგარიშზე მიმართვა, ეს ადასტურებს იმას, რასაც ჩვენ ვამბობდით: ხდებოდა ბიუჯეტის არაეფექტური დაგეგმვა ფინანსთა სამინისტროს მიერ. ეს ასევე დასტურდება იმით, რომ განცხადების გამოქვეყნების შემდეგ დაგვიკავშირდა ფინანსთა მინისტრის მოადგილე, რომელმაც ასევე გვითხრა, რომ დღესდღეობითაც ამ ანგარიშზე 70 მილიონ მეტზე ლარი არის, რაც ადასტურებს პირველ რიგში, რომ დეკემბრის ბოლოს არ იყო აუცილებლობა მისი განთავსების და დღესაც გაუგებარია – რატომ არის ეს 70 მილიონი ამ ანგარიშზე. ჩვენ განცხადებაშიც ვთქვით, რომ 5 მილიონზე მეტის ყოფნა ამ ანგარიშზე საჭირო არ არის.
მეორე თემა, რაც შეეხება დეფიციტის აღრიცცხვას, მოხარული ვართ, რომ ფინანსთა სამინისტრომ შეცვალა ეს მონაცემები თავის ვებგვერდზე ჩვენი განცხადების გამოქვეყნების შემდეგ, თუმცა გაუგებარია რატომ უარყოფს ფინანსთა სამინისტრო, რომ შეცდომა იქნა დაშვებული. რაც შეეხება ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში მოყვანილ საგადასახადო კოდექსზე აპელირებას, ვფიქრობთ, რომ ეს მუხლებიც ამ შემთხვევაში არარელევანტურია. ისინი სხვა რამეზე საუბრობენ. ამასთან ერთად გვინდა განვაცხადოთ, რომ მზად ვართ ვითანამშრომლოთ ფინანსთა სამინისტროსთან პროფესიონალური ეთიკის დაცვით, მათი სპეციალისტების პროფესიონალიზმის ეჭვქვეშ დაყენების გარეშე ვიმუშაოთ ამ საკითხებზე,“ -განაცხადა ონიანმა.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი